• რეკლამა
  • კონტაქტი
19:39, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მოდი ცოტა ხნით შეგაჭყიტებთ აბა ჩემს საკანში” – რეზო კიკნაძის წერილი

ალია ავტორი - ალია
14:01 09-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
696

სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე წერილს აქვეყნებს:

,,საკანი 38 ანუ პატარა რუსთაველი

მოდი ცოტა ხნით შეგაჭყიტებთ აბა ჩემს საკანში,მერე თვალები დახუჭეთ და თავადვე წარმოიდგინეთ როგორია. მე ,,პატარა რუსთაველი” დავარქვი აქაურობას.
შესვლისთანავე კარების თავზე დაინახავთ მზიას ფოტოს მისივე ლეგენდარული სიტყვებით ,,იბრძოლეთ,სანამ გვიანი არ არის”.ტელევიზორის მაღლა თეთრი მაისურით და წითელი კალმებით გაკეთებული საქართველოს დროშაა ჩამოკიდებული.მაგიდის წინ კედელზეც გვაქვს ჩვენი დროშა,ევროკავშირის დროშის გვერდით.მათ შორის მერაბ კოსტავას ორი ფოტოა გაკრული მისივე ფრაზებით:,,თუ ოდესმე რამეს ვუხსნივართ,ისევ სიყვარულის ძალას და მომავალშიც იგი იქნება ჩვენი სიმაგრე” და ,,ნუ გადააყოლებთ ვიწრო პარტიულ,ჯგუფურ ინტერესებს საქართველოს.ყველა ქართველისთვის უნდა არსებობდეს ერთი პარტია-საქართველო!”.იქვე გადაჭედილი რუსთაველის და ასი ათასი კაცით სავსე სანაპიროს ოთხი ფოტოა.ქვემოთ ანწუხელოძის სურათია,რომელსაც თავზე ,,ანწუხელიძე უკვდავია” აწერია.მის ზემოთ ზვიად გამსახურდიაა წარწერით:,,დინების მიმართულებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან”,ზედ დაკრულია ,,რევოლუციის” და ,,თავისუფლების” სტიკერი.კედლის თავზე თაბახია გაკრული,რომელსაც დიდი ასოებით აწერია თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს,ფოტოებს შორის შავი ფანქრით კარგად დასანახად,სხვადასხვა წარწერაა გაკეთებული,მათ შორის:,,მონობას არასოდეს ერქმევა მშვიდობა”;,,ოლე ოლა”;,,რევოლუცია”;,,ძირს რუსეთის დამპალი იმპერია”;,,ქართველი რუსთან ყოველთვის სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს”.ოლე ოლას თაბზე თეთრნიღბიანი ფოტოა ფილმიდან ,,V for Vendetta” რევულუციაზე ფრაზით.კედლის კიდეზე სალოცავი კუთხე და ხატებია.
კარადის ერთ მხარეს აკაკის ლექსია ,,დამეხსენი ჩრდილოელო” და კიდევ მერაბის ფოტოა სიტყვებით ,,ჩვენ გავიმარჯვებთ!მართალია ეს ნაბიჯი არის საფრთხით აღსავსე,მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ!” კარადის კარებს ზემოთ ,,ცეცხლი ოლიგარქიას” აწერია ფანქრით,ქვემოთ ,,ოლე ოლა” და შუაში ,,აჯანყდი რუსულ რეჟიმზე”-ს სტიკერი აკრავს. ეს კარი შუაზეა ოღონდ შელეწილი კალაძის ტიტუშკები როცა ქალებს ურტყამდნენ იმის მერე.
საკნის მარცხენა ნაწილში სარეცხი გვაქვს ხოლმე გაფენილი და იქ არაფერი გავაკარით,სამაგიეროდ კარადა აქაც დავტვირთეთ.გვერდითა ფიცარზე თემურ ელიავას ,,კოლხის ლექსია”,კარებზე რაფიელ ერისთავის ,,სამშობლო ხევსურისა” და იქვე სტიკერი ,,შედი ისტორიაში და არა საკრებულოში”
გადავიმაცვლოთ ჩემ საწოლზე (რანაირად ჟღერს😁) თავიან კედელზე რეალ მადრიდის ლოგოიანი დიდი ფოტოა,იმის მაღლა ,,revolution is the only solution” წარწერიანი სურათი. გვერდით კედელზე ფაქტობრივათ ადგილიც აღარაა.იწყება გალაქტიონის,ლუკა დონჩიჩის და ტირიონის(სასამართლოდან) ფოტოები,გრძელდება დავით აღმაშენებლის წარწერით “და ადგა დავით, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, სომეხთა, შარვან-შა და შაჰან-შა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა და ბრძანა მეფემან, ჩახერგეთ გზები უკან დასახევი! და იყო ბრძოლა, იყო დიდგორი-ძლევაი საკვირველი” მის ქვეშ ილია ჭავჭავაძეს ვხედავთ მისივე იყო სიტყვებით ,,სიტყბა ,,რევოლუციამ” არ შეგაშინოს ძვირფასო მკითხველო!რევოლუცია იმისთვის არის გაჩენოლი,რომ მშვიდობა მოაქვს”ღვინო ჯერ უნდა ადუღდეს,აირ-დაირიოს და დაიწმინდება ხოლმე.ესეა ყველაფერი ამ ქვეყანაზედ”.ილია დაბლა ლადო ასათიანის ლექსიდან ამონარიდი ,,რა ქართველო და რა ჭაბუკი,თუ მამულს თავი არ ანაცვალე”.შემდეგი რიგი იწყება თომას ჯეფეესონით-,,როცა უსამართლონა ხდება კანონი,დაუმორჩილებლობა ხდება მოვალეობა”. მის ქვემოთ ამბროსი ხელაია მისი სასამართლოდან ციტატით:,,სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის,გული სამშობლოს,გვამი კი თქვენთვის დამითმია”.ეს რიგი ილია ჭავჭავაძით მთავრდება ,,მგზავრის წერილებიდან ფრაზით-,,მოძრაობა და მხოლოს მოძრაობა არის ჩემო თერგო ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მომცემი”.ბოლო მწკრივში ორი დიდი ფოტოა: ოთაე ჭილაძის სიტყვებით:,,მე დაკარგულათ ვერ ჩავთვლი იმას,რაც ჩემი ნებით არ დამითმია” და ვაჟა-ფშაველა წარწერით ,,გული ვერ მოკლა მტრის ხელმა,გული გულადვე რჩებოდა” თეთრ ჭერზეც გვაქვს საქართველოს დროშები წითლად დახატული და ჰიმნიცაა გაკრული სადღაც კუთხეში.
მოკლედ ესაა ჩვენი პატარა რუსთაველი,დანარჩენი თავად წარმოიდგინეთ.
დიდება საქართველოს
16.09.2025“

თეგები: რეზო კიკნაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა

12:41 07-09-2026
PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა

11:22 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved