სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიების სახით ლევან ხაბეიშვილს პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მითხოვნა. მათ ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაში სასამართლოს გირაოს გამოყენება და სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიებები შესთავაზეს. მათ შორის, ელექტრონული სამაჯურის, შინაპატიმრობის გამოყენება. ასევე, შესთავაზეს განცხადებების გაკეთების შეზღუდვაც.
კომენტარები