• რეკლამა
  • კონტაქტი
17:08, შაბათი, 19 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ყველა ჩემ სიტყვას ვიმეორებ. არანაირი ქრთამი არ არსებობს. არ არსებობს არანაირი დამხობა და გადატრიალება – მოგიწოდებთ გამარჯვებისკენ“ – ლევან ხაბეიშვილის სიტყვა სასამართლოზე

ალია ავტორი - ალია
19:59 09-13-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
577

„ჟანდარმერიის თანამშრომლებს, რომლებმაც დამაკავეთ, მინდა გესმოდეთ, არ არსებობს არაფერი, გარდა პოლიტიკური განცხადებისა. ეს იყო ჩემი პარტიის, ჩემი დაპირება”- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა  სასამართლო პროცესზე განაცხადა.

`მე ამის უფლება მაქვს, სახის ძვლები დამიმტვირეს -14 თვეა გასული. ჩემ გარდა, არაერთ ადამიანს ახადეს სკალპი – ერთი ადამიანი მაინც არის დასჯილი?!

არ მაქვს უფლება, რომ სამართალდამცავებს დავპირდე, თუ ისინი არ აწამებენ ხალხს, მიიღებენ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჯილდოს?

სადმე ნახეთ, რომ მე ყურში რამეს ვეუბნებოდი? ზურგს უკან ვუთხარი ვინმეს? ათასობით ადამიანმა გააზიარა ჩემი ეს დაპირება – დაიჭირეთ მაშინ ისინიც. გააჟღერეს იგივე პოლიტიკოსებმაც და საზოგადოებამ.

ორი თვე გავიდა ამ განცხადებიდან. რას ელოდებოდით, ჯიბეზე უნდა გამეკრა ხელი?

აქ ზის ჟურნალისტი ეთერში, როცა ბიუჯეტიდან ჯილდოს გაცემაზე ვსაუბრობდი, „პოსლეზე ჰპირდები, ლევან?“

მე გეტყვით, ეს სიტყვათა წყობა საიდან გაჩნდა – 13 წელია ვებრძვი კორუფციას. პროპაგანდას უნდა, თქვას, რომ ხაბეიშვილმა შესთავაზა. დაწერეს „ქრთამი“ – არასდროს არაფერს მოუყენებია ჩემთვის ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც „ქრთამია“!

ვინ მასამართლებს, ვინც 5 მილიონს დაპირდა თითოეულ სოფელს! კაცმა, რომელმაც სესხი გადუხადა ხალხს – ეს არ ყოფილა ქრთამი…
ჩემთვის ქრთამი პატიმრობაზე შეურაცხმყოფელია, ამიტომ ჩაწერეთ ქრთამი…

მშვიდობიანი დამხობა არის ის, რაც მოხდა სომხეთში; ის, რაც მოხდა 2003 წელს საქართველოში – რეჟიმი დაემხო, წავიდა სახლში და ჩაი დალია…

ბუნებაში არ არსებობს ქმედება და პატიმრობაში მიშვებთ?! სახლში რომ მიხვალთ, თქვენს თავთან თქვით, პოლიტიკური განცხადების გამო კაცი გავუშვი ციხეში…

ყველა ჩემ სიტყვას ვიმეორებ. არანაირი ქრთამი არ არსებობს. არ არსებობს არანაირი დამხობა და გადატრიალება – მოგიწოდებთ გამარჯვებისკენ. ყველამ ილაპარაკეთ 4 ოქტომბერს გამარჯვებაზე.

გადაწყვეტილება მიღებულია – ტყუილად ვსხედვართ. მამიდაჩემი დაღლილია, ძმამკვდარი ქალი ზის აქ, ძმის შვილის სასამართლო სხდომაზე. ტყუილად ვსხედვართ!
ყველა ჩემ სიტყვას ვიმეორებ. არანაირი ქრთამი არ არსებობს. არ არსებობს არანაირი დამხობა და გადატრიალება – მოგიწოდებთ გამარჯვებისკენ. ყველამ ილაპარაკეთ 4 ოქტომბერს გამარჯვებაზე“ -თქვა ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო სხდომაზე.
 მისი სიტყვის დასრულების შემდეგ დარბაზმა ტაში დაუკრა, რის შემდეგაც მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა სხდომა დახურა და დამსწრეები დარბაზიდან გააძევა.
თეგები: ლევან ხაბეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved