• რეკლამა
  • კონტაქტი
14:21, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სოლიდარობას ვუცხადებთ ლევან ხაბეიშვილს, გაბედულ პოლიტიკოსს და ადამიანს“

ალია ავტორი - ალია
22:33 09-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
218

სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ლევან ხაბეიშვილს, გაბედულ პოლიტიკოსს და ადამიანს, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა:

„ოცნება“ და რუსული რეჟიმი აგრძელებს ძალადობას დემოკრატიაზე ამ ქვეყანაში. აგრძელებს ძალადობას და დევნას პოლიტიკური ოპონენტების. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ლევან ხაბეიშვილს, გაბედულ პოლიტიკოსს და ადამიანს. ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ არანაირი შიში არ დაისადგურებს იმ ოპოზიციურ ველზე, რომელიც წინააღმდეგობაშია ბიძინა ივანიშვილთან. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ივანიშვილს მართავს შიში ყველა მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში. დღეს სუს-ი არის პოლიტიკური და ემორჩილება ივანიშვილს, სასამართლო არის პოლიტიკური და ემორჩილება ივანიშვილს, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ დავთმოთ არცერთი გოჯი, მისხალი და სანტიმეტრი თავისუფლების. სოლიდარობა ლევან ხაბეიშვილს, ყველა პოლიტიკურ პატიმარს. ჩვენ ვდებთ ჩვენი მხრიდან სიტყვას, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა ველზე, მათ შორის მხარდაჭერას გამოვუცხადებთ ყველა პოლიტიკურ დევნილს“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

საარჩევნო შტაბის უფროსმა თაზო დათუნაშვილმა კი განაცხადა, რომ ყველაფერი მალე დასრულდება თუ საქართველოს ყველა მოქალაქე დავირაზმებით და აბსოლიტურად ყველა ბრძოლის ველს გამოვიყენებთ:

„თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს. ბანალიზება ხდება ქართული ოცნების მიერ პოლიტიკური სიტყვისთვის, ნებისმიერი პოლიტიკური ქმედებისთვის ციხეში გაშვების ბანალიზება ხდება. ივანიშვილი აგრძელებს ქართული დემოკრატიის მკვლელობის მცდელობას. აბსოლიტურად ყველას ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ამ ფორმით შეუძლებელია გააჩერონ ქარველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის და სუვერენიტეტისთვის. სოლოდარობა ლევან ხაბეიშვილს ისევე როგორც ყველა პოლიტიკურ და სინდისის პატიმარს. სოლიდარობა იმ ახალგაზრდა აქტივისტ გოგოს რომელიც აგრეთვე პოლიტიკური დემონსტრაციული სამაგალითო მიზნით არის დაკავებული. ყველაფერი მალე დასრულდება თუ საქართველოს ყველა მოქალაქე დავირაზმებით და აბსოლიტურად ყველა ბრძოლის ველს გამოვიყენებთ, რათა ამ ქვეყანას მოვაშოროთ რეჟიმი, რომელიც ემსახურება არა ქართველი ხალხის არამედ რუსეთის ინტერესებს.“ – ამბობს დათუნაშვილი.

(R)

თეგები: თაზო დათუნაშვილიირაკლი კუპრაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
ახალი ამბები

სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

12:25 10-01-2026
დიაბეტი და მხედველობა — ოფთალმოქირურგ გიორგი ნანობაშვილის რჩევები დიაბეტური რეტინოპათიის პრევენციასა და მკურნალობაზე
ახალი ამბები

დიაბეტი და მხედველობა — ოფთალმოქირურგ გიორგი ნანობაშვილის რჩევები დიაბეტური რეტინოპათიის პრევენციასა და მკურნალობაზე

19:32 09-30-2026
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა

19:04 09-30-2026
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში

15:58 09-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved