• რეკლამა
  • კონტაქტი
16:25, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეს აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

ალია ავტორი - ალია
10:59 09-10-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

დღეს, თბილისის დროით 22:30 საათზე აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება.

კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს და სწორედ მათი მმართველობის პერიოდში ჩამოიშალა საქართველოს ინსტიტუტები და შეირყა მისი სუვერენიტეტი.

განცხადებაში ასევე საუბარია აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ ძალადობისა და მათი დაპატიმრების შესახებ.

“საქართველო ოდესღაც აშშ-ის მთავარი პარტნიორი და კავკასიაში თავისუფლების შუქურა იყო. დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს და ჩინეთთან და აშშ-ის სხვა მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობას აღრმავებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ დაშალა საქართველოს ინსტიტუტები და კიდევ უფრო შეარყია საქართველოს სუვერენიტეტი ჩინური ინვესტიციების მოზიდვით, ამავდროულად, აშშ-ის ბიზნესებისთვის შუა დერეფნის ვაჭრობისა და ცენტრალური აზიის იშვიათი მიწების მინერალებზე წვდომის დაბლოკვით. მათ დააპატიმრეს ოპოზიცია, გამოიყენეს ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და უარი თქვეს ძალაუფლების დათმობაზე არჩევნების შემდეგ, რომლებიც ფართოდ არალეგიტიმურად იქნა მიჩნეული. ეს დაუყოვნებლივ და სერიოზულ საფრთხეს უქმნის აშშ-ის ინტერესებს რეგიონში”, – აცხადებს ჰელსინკის კომისია.

განცხადების მიხედვით, მოსმენაზე ასევე განხილული იქნება აშშ-ის პოლიტიკური ვარიანტები საქართველოს მიმართ, მათ შორის, MEGOBARI Act-ის მიღების საკითხი.

“ეს მოსმენა განიხილავს საქართველოს ავტორიტარიზმში ჩავარდნის გლობალურ შედეგებს. მოწმეები ასევე შეისწავლიან აშშ-ის პოლიტიკის ვარიანტებს, როგორიცაა ორპარტიული MEGOBARI აქტის მიღება, რათა დაეხმაროს საქართველოს მოსახლეობას, როდესაც ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და შეერთებულ შტატებთან ხანგრძლივი, ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობა“, – წერია განცხადებაში.

ცნობილია, რომ დღეს კომისიაში მოუსმენენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს თინათინ ხიდაშელს და ჰადსონის ინსტიტუტის უფროს მკვლევარს ლუკ კოფის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved