• რეკლამა
  • კონტაქტი
03:42, ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხოშტარია ხაზარაძე-ჯაფარიძეს: გამოდით რუსული სპეცოპერაციიდან, დაუბრუნდით წინააღმდეგობრივ ბრძოლას

ალია ავტორი - ალია
12:42 09-05-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
154

კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი ელენე ხოშტარია “ძლიერი საქართველოს” ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს შეწყალებას საგანგებო ბრიფინგით ეხმაურება.

ოპოზიციონერმა ლიდერმა პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა, მიიღონ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და უარი თქვან “ოცნების” არჩევნებში მონაწილეობაზე.

მინდა, გამოვეხმაურო ე.წ. ვითომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ბუნებრივია, ადამიანის გათავისუფლება არის სასიხარულო და ვულოცავ მათ ამას ადამიანურად და ვუსურვებ ღირსეულ თავისუფლებას ყველა სინდისის და პოლიტიკურ პატიმარს, რომელიც რჩება ციხეში.

ამასთანავე, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს ეს პოლიტიკურად, რას ემსახურება ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად. ეს არის ნებისმიერ ფასად “ქართული ოცნების” მცდელობა, შეათრიოს ოპოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაცია, რომელიც არის ერთადერთი, რომელიც ასაზრდოებს ამ რეჟიმს. ამას შვრებიან ყველაფრის ფასად. 

ამასთანავე, არ აქვს მნიშვნელობა, რა ჩაიფიქრა “ქართულმა ოცნებამ”, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ პასუხობს ამას ნამდვილი ოპოზიცია და მე მინდა, მთელი გულით და პატივისცემით მივმართო მამუკას და ბადრის, მივმართო დღეს, ზუსტად გათავისუფლების დღეს: მიიღეთ ერთადერთი სწორი, ქვეყნისთვის, არა კოალიციისთვის, არა ჩემთვის, ქვეყნისთვის ერთადერთი გადაწყვეტილება, გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან, გამოდით და დაუბრუნდით საერთო, პრინციპულ, ართანამშრომლობის, არშეგუების, არდამორჩილების, წინააღმდეგობის ბრძოლას. ეს იქნება გაძლიერება ამ ბრძოლის, ეს იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება “ლელოსთვის”, მთლიანად ოპოზიციისთვის, ყველა აქტივისტისთვის და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნისთვის. სულმოუთქმელად ველი ამ სწორ გადაწყვეტილებას “ლელოსგან”, – განაცხადა ხოშტარიამ. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
ახალი ამბები

AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები

13:17 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved