• რეკლამა
  • კონტაქტი
10:43, ხუთშაბათი, 2 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წელს ვხდები 50 წლის და არც ერთი მშობელი ცოცხალი აღარ მყავს”– ზურაბ ჯაფარიძის წერილი

ალია ავტორი - ალია
17:33 09-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
682

პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ციხეში “წულუკიანის კომისიაზე” არგამოცხადების გამო ჩასვეს, სოციალურ ქსელში, წერილს აქვეყნებს:

10 წელი
წელს ვხდები 50 წლის და არც ერთი მშობელი ცოცხალი აღარ მყავს.
დედაჩემს რომ 10 წლით მეტი ეცხოვრა, შეიძლება მოსწრებოდა 1, 2, 3, ან ოთხივე შვილიშვილის ქორწილს, ერთი ან რამდენიმე შვლთაშვილის დაბადებას, ალაპარაკებას, სიარულის დასწრებას, მათ სიცილს, ტირილს, მათთვის შოკოლადის ჩუქებას, შეიძლება მათ გასეირნებასაც…
მამაჩემიც ეგრე, 10 წლით მეტი რომ ეცხოვრა, შეიძლება ისიც მოსწრებოდა აქედან ბევრ რამეს, მათ შორის, მისი ბოლო შვილიშვილის სკოლაში წასვლას, რაც ერთადერთი სურვილი იყო, რომელიც ბოლოს შერჩა ავადმყოფობისგან გატანჯულს და დაღლილს…
მე რომ 10 წლით მეტი ვიცხოვრო, ვიდრე “მიწერია”, 3652-3 დღით მეტს გავატარებ ნატასთან და შვილებთან, ძმასთან, მეგობრებთან ერთად, ვნახავ როგორი ადამიანები იქნებიან ჩემი შვილები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, გაცილებით მეტი შანსი მექნება ვნახო შვილიშვილები, მათი დაბადება, კბილების ამოსვლა, თამაში…
ჩემს მშობლებს რომ 10 წლით მეტი ეცხოვრათ, ჩემი შვილების გონებასა და მეხსიერებაში გაცილებით მეტი ამბავი და ხატება დარჩებოდა მათ შესახებ.
ჩემი შვილები თუ 10 წლით მეტს იცხოვრებენ, არც კი ვიცი, რას ნახავენ, როგორ სამყაროს იხილავენ და რაებს მოესწრებიან გარდა იმისა, რაც ზემოთ დავწერე, გარდა “სტანდარტული” სიხარულებისა და ტკივილებისა.
ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება სამყარო მომავალში. მაგრამ ვიცით, რომ ამ სამყაროში ვართ ერთხელ. ოდესღაც მოვდივართ და ოდესღაც აუცილებლად მივდივართ. ყველანი რაღაც დიდი ზღაპრის გმირები ვართ და არ არსებობს ამ ზღაპარზე უფრო საინტერესო, უფრო მნიშვნელოვანი და ძვირფასი.
10 წლით მეტ ხანს ვიქნებით თუ არა ამ ზღაპარში, არ არის უმნიშვნელო ამბავი. იქნებიან თუ არა 10 წლით მეტ ხანს ჩვენი შვილები ამ ზღაპარში – მითუმეტეს.
მთავარი განსხვავება იმ სამყაროს – რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და იმ სამყაროს – რომელსაც დასავლეთს ვეძახით (ან ცივილიზებულ სამყაროს, ან დემოკრატიულ სამყაროს) შორის არის ის, რომ იქ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 წლით მეტია (დაახლოებით) ჩვენთან შედარებით. იქ ეს ზღაპარი, რომელსაც სიცოცხლეს ვეძახით, 10 წლით უფრო დიდხანს გრძელდება.
ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ ხოლმე, კარგი განათლება, კარგი ჯანდაცვა, კარგი ინფრასტრუქტურა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია, კანონის უზენაესობა – ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში, იწრიტება და დადის ამ ერთ ამბამდე – რამდენი ხანი მონაწილეობ ამ ზღაპარში?
დასავლეთში გენეტიკურად ჩვენზე ჯანმრთელები არ იბადებიან. არც ბუნებრივი პირობები აქვთ ჩვენზე უკეთესი (ყველანაირი აქვთ). ისინი 10 წლით მეტ ხანს არიან ამ ზღაპარში მხოლოდ იმის გამო, რომ ცდებითა და ბევრი შეცდომებით მიაგნეს ადამიანების თანაცხოვრების ისეთ წესრიგს, რომელმაც მოუტანა მათ ე.წ კარგი განათლება, კარგი ჯანდაცვა, კარგი კვება და ა.შ, საბოლოო ჯამში, “კარგი” და ხანგრძლივი ცხოვრება.
ისინი გვეუბნებიან, რომ თუ გვინდა ჩვენც იგივე: ეს არის ჩვენს მიერ მიგნებული წესები. შეიძლება ყველაფერს არ ეთანხმებოდეთ, მაგრამ არსებობს რამდენიმე ფუნდამენტური წესი, რომელთა გარეშეც, ჩვენი გამოცდილებით, არ გამოგივათ.
ევროინტეგრაციაზე უარის თქმა არ არის მხოლოდ გეოპოლიტიკური და ისტორიული არჩევანის უარყოფა ან ქვეყნის უსაფრთხოების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.
დასავლურ წესრიგზე უარის თქმა ნიშნავს, რომ ჩვენ ვკლავთ ჩვენი შვილების შანსს – 10 წლით მეტ ხანს იყვნენ იმ სასწაულის ნაწილი, რომელსაც სიცოცხლეს ვეძახით.
26.08

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved