• რეკლამა
  • კონტაქტი
09:21, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქართველი ახალგაზრდები „ევროპული ახალგაზრდული ბარათით“ ისარგებლებენ

ალია ავტორი - ალია
19:30 09-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,054

თბილისის მერიის ინიციატივით, 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდები „ევროპული ახალგაზრდული ბარათით“ ისარგებლებენ.
პროგრამაში ჩართვა, რომელიც ევროპის 40 ქვეყანაში 25 000-ზე მეტ ფასდაკლებასა და 9.3 მილიონ ახალგაზრდას აერთიანებს, მიმდინარე წლის შემოდგომიდან იქნება შესაძლებელი.

„ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ პრეზენტაცია დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გამართა. მანვე „საქართველოს ბანკის“ გენერალურ დირექტორთან, არჩილ გაჩეჩილაძესთან ერთად შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერა.

თბილისის მერთან ერთად, საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვილავამ მიაწოდა.
როგორც მან აღნიშნა, „ევროპის ახალგაზრდული ბარათი“ 1986 წლიდან მოქმედებს და იმართება ევროპული ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის მიერ, რომელიც ბრიუსელში დაფუძნებულ არაკომერციულ საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს.

„ასოციაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან და ევროპის საბჭოსთან. მას ორმოცივე ქვეყანაში ჰყავს პარტნიორები, რომლებიც ახორციელებენ აღნიშნული ბარათის გავრცელებას და მართვას ექსკლუზიური უფლებით. ახალგაზრდული ბარათის მართვისთვის მუნიციპალიტეტს გააჩნია მუნიციპალური ორგანიზაცია „სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი“, რომელიც განახორციელებს მის მართვას ჩვენს ქვეყანაში.
ისინი, ვინც უკვე სარგებლობენ საბანკო პროდუქტებით, ვისაც უკვე აქვს ციფრული საბანკო ბარათი, პარალელურად ადვილად შეძლებენ ისარგებლონ ევროპული ახალგაზრდული ბარათის ფასდაკლებებით, ბენეფიტებით და სიკეთეებით. პროგრამაში მონაწლეობისთვის მთავარია მოქალაქეებს ჰქონდეთ ინიციატივა და სურვილი. აღნიშნული ბარათების გაცემას დავიწყებთ მიმდინარე წლის შემოდგომიდან, „საქართველოს ბანკთან“ ერთად. გარდა ამისა, ევროპელი ვიზიტორები შეძლებენ, ისარგებლონ ფასდაკლებებით საქართველოში, ხოლო ქართველი ახალგაზრდებენ ფასდაკლებებს მიიღებენ ევროპაში“, – განაცხადა ირაკლი გვილავამ.


მანვე მოუწოდა ქართულ კომპანიებს, რომ დღეიდან უკვე შეუძლიათ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ პროექტში და გახდნენ პროექტის პარტნიორები.

„რა თქმა უნდა, პროექტში ჩართულია მუნიციპალური და სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო კომპანებიები, ორგანიზაციები, რომლებიც სპორტულ, საგანმანათლებლო, სახელოვნებო სერვისებს სთავაზობენ საზოგადოებას. ასევე, ჩართულია მულტიფუნქციური ცენტრები, თეატრები. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კულტურის სამინისტროსთან, რომ მუზეუმები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ახალგაზრდებისთვის და ევროპელი ვიზიტორებისთვის და გავხდეთ იმ ერთიანი ევროპული ოჯახის წევრი, რომელზეც წლების განმავლობაში ძალიან დიდი მოთხოვნა იყო თავად ახალგაზრდებისგან.

გარდა ამისა, ეს ბარათი გაძლევს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ ჩვენი მომავალი გავხადოთ კიდევ უფრო ჯანსაღი, პერსპექტიული და ეს ყველაფერი ძალიან დიდ წარმატებებს მოგვიტანს. მადლობა დედაქალქის მერს პროექტის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ირაკლი გვილავამ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

პროგრამის მიზანია ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის ზრდა მობილობის, განთავსების, განათლების, სპორტის, კულტურის, გართობის სერვისებზე. ფასდაკლებები ეხება მოგზაურობისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო მომსახურებებს (flixbus, flixtrein, Iberia airways, Airalo), კვების ობიექტებს, მუსიკალურ ფესტივალებს, წიგნებისა და სხვადასხვა ნაწარმის მაღაზიებს, სასტუმროებს, გასართობ პარკებს.
ფასდაკლებების გარდა, პროგრამა შექმნის საგანმანათლებლო, მოხალისეობრივ აქტივობებს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ევროპული პროექტები, გათამაშებები, ონლაინ აქტივობები და სხვა.
საქართველოში ასოციაციის ექსკლუზიურ პარტნიორს თბილისის მერია წარმოადგენს. მუნიციპალიტეტის მერიისა და „საქართველოს ბანკის“ კოლაბორაციით, პროგრამის ბენეფიციარები შემოდგომიდან შეძლებენ, „ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ უპირატესობები ინტერნეტბანკშივე მიიღონ და საბანკო სერვისები ევროპულ შესაძლებლობებთან, ერთ სივრცეში გააერთიანონ.
„ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ პროგრამისთვის უკვე შექმნილია ვებგვერდი eyc.ge და მობილური აპლიკაცია, სადაც ადგილობრივი თუ საერთაშორისო ფასდაკლებისა და მათი მიღების გზების შესახებ დეტალური ინფორმაციაა განთავსებული.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved