• რეკლამა
  • კონტაქტი
01:05, ორშაბათი, 16 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რამდენს დახარჯავს მერია “თბილისობაზე”?

ალია ავტორი - ალია
19:31 09-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
122

თბილისის მერია “თბილისობა 2025”-ზე 3 439 500 ლარის დახარჯვას გეგმავს. გამარტივებულ შესყიდვაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ თანხმობა უკვე გასცა. აღსანიშნავია, რომ “თბილისობის” ღონისძიება ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიასა და რიყის პარკში ჩატარდება.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ლოკაციებზე მრავალფეროვანი თემატური დეკორაციები, ინსტალაციები, დეკორირებული ჯიხურები და დახლები, სადღესასწაულო ხეივანი, საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები განთავსდება. ასევე გაიმართება სხვადასხვა ჟანრის საბავშვო და საღამოს კონცერტები, ელექტრონული ლაივ შოუები და თეატრალური წარმოდგენები.

გამარტივებული შესყიდვის მიზეზად მერია ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარებას ასახელებს. “შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით შესყიდვა შეუძლებელია, ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე. დაგეგმილი ღონისძიებების მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით და მათი მაღალ დონეზე და შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამასთან, ღონისძიებებისა და კვალიფიციურ შემსრულებლებთან თანამშრომლობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია აღნიშნული ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით”, – წერია შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში.

“ქართული ოცნების” პრემიერის ირაკლი კობახიძის განკარგულებით, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქალაქ თბილისის მერიას მიეცა უფლება, ქალაქ თბილისში, 2025 წლის თბილისობის დღესასწაულის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 3 439 500 (სამი მილიონ ოთხას ოცდაცხრამეტი ათას ხუთასი) ლარის ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებიდან.

წელს მერია “თბილისობას” ოქტომბრის ნაცვლად, 20 და 21 სექტემბერს გამართავს.(ბიემჯი)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved