• რეკლამა
  • კონტაქტი
19:13, ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ეს არის დღე, რომელიც რეალურად, საბოლოოდ განსჯის და არქმევს სახელს “ქართული ოცნების” პრორუსულ რეჟიმს” – გრიგოლ გეგელია

ალია ავტორი - ალია
14:49 08-31-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,333

,,ქართულმა ოცნებამ” უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად არაფერი გააკეთა, – ამის შესახებ დღეს საგანგებო ბრიფინგზე ,,ძლიერი საქართველოს” ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ ისაუბრა:

,,დღეს არის თარიღი, რომელსაც ელოდა საქართველო და სრულიად ცივილიზებული მსოფლიო. ეს არის დღე, რომელიც საბოლოოდ არქმევს სახელს „ქართული ოცნების“ პრორუსულ რეჟიმს, რომელმაც არაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ მილიონობით ქართველს უვიზოდ მიმოსვლის საშუალება შეენარჩუნებინა. ეს არის დღე, როდემდეც „ქართულ ოცნებას“ უნდა ეთქვა, რომ ის კრიზისის განმუხტვას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ახალი არჩევნების ჩატარებას და იმ რვა საკვანძო მიმართულებით ყველაფრის გაკეთებას აპირებს იმისთვის, რომ ქართველებმა უვიზო მიმოსვლა არ დაკარგონ. აქედან „ქართული ოცნების“ რეჟიმს არათუ არაფერი არ გაუკეთებია სასიკეთოდ, არამედ ყველაფერი საპირისპირო მიმართულებით, რუსული პოლიტიკური ინტერესის გასახარებლად და საქართველოში თავისუფლების ბასტიონის – ჩვენი არასამთავრობოების წინააღმდეგ საბრძოლველად გააკეთა.

ჩვენ უამრავი მაგალითი გვახსოვს წლების განმავლობაში, როდესაც ყველაზე ძირეულ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან და კრიტიკულ მომენტებში „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა რუსული ნაბიჯები და არ გადადგა ნაბიჯები, რომლებიც თქვენი, თქვენი ოჯახების, საზოგადოების და ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების სამსახურში იქნებოდა. ჩვენ ახლა ერთ ასეთ მომენტს ვხედავთ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ცელი გამოუსვა საქართველოს გეოპოლიტიკურ მომავალს, როდესაც მათ ღიად უარყვეს ჩვენი შანსები და მომავალი. მათ გაწირეს შესაძლებლობა, რომ უვიზოდ გადავადგილდებოდეთ ევროპული კავშირის მასშტაბით, რაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ და პერსონალურ შანსსა და საშუალებას წარმოადგენს ქართველისთვის.
შესაბამისად, მთელი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, იმაზე, რაც შემდგომში იქნება, რაზეც ჩვენ ევროპული კავშირის ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფომ გაგვაფრთხილა, პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ჩვენ მაღალი ალბათობით დავკარგავთ უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმს, „ქართული ოცნების“ ბოროტმოქმედთა ბანდფორმირებას ეკისრება. ყველა ქართველს უნდა ესმოდეს, რომ ვიდრე ეს ბოროტმოქმედი ბანდფორმირება მართავს ჩვენს სახელმწიფოს დე ფაქტო რეჟიმში, ჩვენ არანაირი ევროპული ინტეგრაცია, არანაირი მშვიდობა და არანაირი კეთილდღეობა არ გვექნება. ამიტომ, გამოდით, ვიბრძოლოთ, დავიბრუნოთ ეს ქვეყანა და ეს სახელმწიფო დავუბრუნოთ მის ისტორიულ, ევროპულ გეზს“
(R)
თეგები: გრიგოლ გეგელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved