• რეკლამა
  • კონტაქტი
06:03, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ელდარის ქ. N12-ის მოსახლეობას 55 სრულად გარემონტებული ბინა გადაეცემა – მერია

ალია ავტორი - ალია
15:56 08-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,024
შუამთის ქუჩა N40ა-ში, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენდება 11-სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შენობა-ნაგებობა, რის შემდეგაც გარემონტებული ფართებით ელდარის ქ. N12-ის მოსახლეობის ნაწილი დაკმაყოფილდება.
„აღნიშნულ მოსახლეობას დროებით იჯარით მერია უზრუნველყოფს. შუამთის ქუჩა N40ა-ში აშენებულ ახალ კორპუსში ფართები გადაეცემა ელდარის ქ. N12-ის (ყოფილი 109-ე სკოლის შენობა) მოსახლეობას. საუბარია 55 საცხოვრებელ ბინაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მერის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებული კიდევ ერთი ტენდერი დასრულდა ვარკეთილის მესამე მასივში, მე-10 კვარტლის N9-ში მდებარე ავარიული კორპუსის ჩანაცვლების მიზნით.
„აღნიშნულ მისამართზე 4-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი იყო, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში გახლდათ. მოხდება მისი დემონტაჟი და ამ ადგილას 10- სართულიანი თანამედროვე სტანდარტების შენობა-ნაგებობა აშენდება. შედეგად, 44 ოჯახს სრულად გარემონტებული ბინა გადაეცემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, „ავარიული სახლების ჩანაცვლების“ პროგრამაში აქტიურად ჩაერთონ.
(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved