• რეკლამა
  • კონტაქტი
01:22, სამშაბათი, 24 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მესამე არჩევანი არ არსებობს” – რას წერს ნიკა გვარამია?

ალია ავტორი - ალია
18:44 08-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,972

პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია წერილს ავრცელებს:

,,რაც შეეხება სუსის, ანუ პოლიტიკური ჟანდარმერიის უფროსად მდინარაძის გამწესებას:

ცხადია, რომ მნიშვნელობა არ აქვს რომელი მარიონეტი იქნება ბიძინას მიერ დანიშნული, თუმცა გარკვეული დასკვნების გამოსატანად, თუ რას გეგმავს “ანტიქართული ოცნება”, ეს მაინც გამოგვადგება.

ოცნების ყველაზე ბინძური პროპაგანდისტის და მთავარი პოლიტიკური კომუნიკატორის დანიშვნით, ვფიქრობ ცხადი ხდება, რომ მომავალი თვეები, ძირითადად, სუსი ილაპარაკებს. რაზე? შესაძლო ვერსიებია ვითომ პარლამენტის, ვითომ კომისიის, ვითომ დასკვნის საფუძველზე აღძრული საქმეები:

– ომი (უცხოელების დავალებით);
– საქართველოს ინტერესებისთვის ზიანის მიყენება (ამით მომზადდება “გაპრავება” ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტისთვის და ევროსაბჭოდან საქართველოს შესაძლო გარიცხვისთვის. უცხოელების ინტერესების გამტარ აგენტებად გამოცხადდებიან პოლიტიკოსები და არასამთავრობოების ცალკეული ლიდერები);
– ჩორჩანას საქმე (ასევე უცხოელების დავალებით);
– 20 ივნისი (ასევე უცხოელების დავალებით). ყველგან იფიგურირებს დავალება უცხოეთიდან, შესაბამისად, სუსის კომპეტენცია ჩაირთვება, ასევე კორუფცია და სახელმწიფო აპრატის შეთქმულება;
– ცალკეული კორუფციული საქმეები;
– “რიჟვაძის საქმე” (შესაძლოა თვითმკვლელობის ინსცენირების კუთხით);
– ციხის შეთქმულება ბაჩიაშვილის საქმეზე;
– ბომბის გატანა რუსეთში ყირიმის ხიდზე ტერაქტისთვის (აქაც შეთქმულებას უნდა ველოდოთ);
– ჯანგველაძის საქმე (შეთქმულება საქმის ჩასაფარცხად)

შეთქმულება იქნება ყველა ამგვარ ეპიზოდში, რათა ჩაირთოს სუსის კომპეტენცია.

დაბოლოს, ყველაზე ვრცელი და მრავალეპიზოდიანი:

– სახელმწიფო გადატრიალების საქმე და მასში ოპოზიციის, NGO-ების, ქოცების ყოფილი თანამდებობის პირების და, შესაძლოა, კრიმინალის ჩართულობის შესახებ. ცხადია, მედიის ჩართულობა გადატრიალებაში ასევე იქნება თემა.

თქმა არ ჭირდება იმას, რომ ეს შეკრული იქნება რუსების დახმარებით, პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციებში. გადაზელილი იქნება ბევრი ტყუილი სიმართლის მარცვლებთან. ამ აბსურდის საინფორმაციო ნაკადის განეიტრალება მისი გაუჩერებელი უარყოფით, დეტალებში გარჩევით, თავის მართლებით და ისტერიკით, პრაქტიკულად, შეუძლებელია და პირიქით, ამ საშიში ბოდვის ტირაჟირებას შეუწყობს ხელს და ერთადერთ დღის წესრიგად აქცევს. გამოსავალი იმაშია, რომ პროტესტმა, სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ თავად შექმნას დღის წესრიგი. კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება ოპოზიციური მედიის სწორად სიარული: გამყოფი ხაზი პროპაგანდის მხილებასა და მის გაძლიერება/ტირაჟირებას შორის ძალიან მყიფეა და ფილიგრანულ და ზომიერ მიდგომას საჭიროებს. მედიაზე იქნება მნიშვნელოვნად დამოკიდებული, დღის წესრიგს ქოცები შექმნიან თავისი დისტოპიური ნარატივებით და სანახაობებით, თუ ქართველი პატრიოტები რეჟიმის რყევით, წინააღმდეგობით და დაუმორჩილებლობით და არა ქოცებისთვის პასუხის გაცემით და თავდაცვით.

ანტიქართული ოლიგარქია უნდა დაემხოს! ან ოლიგარქია დაამხობს ქართულ სახელმწიფოებრიობას. მესამე არჩევანი არ არსებობს.“

თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა – სადამდე გამყარდება ლარი?

16:59 02-23-2026
როგორ ისწავლო 7 000 ინგლისური სიტყვა ზუსტად 10 წუთში და რა ნიშნებით შეარჩიო პროფესიონალი მასწავლებელი
ახალი ამბები

როგორ ისწავლო 7 000 ინგლისური სიტყვა ზუსტად 10 წუთში და რა ნიშნებით შეარჩიო პროფესიონალი მასწავლებელი

15:09 02-23-2026
LIVE  გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში „თბილისი – ლანდშაფტის აღმოცენება“
ახალი ამბები

LIVE გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში „თბილისი – ლანდშაფტის აღმოცენება“

14:16 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved