ციხეების შეფი, ბეჟან ობგაიძე რომელიც, ამ თანამდებობაზე ორი თვის წინ დანიშნეს, პოსტიდან მოხსნეს. “ქართული ოცნების” იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი პატარიძე წარადგინა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნამდე გიორგი პატარიძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
კომენტარები