კორპუსი უკვე აშენებულია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ უნივერსიტეტი და აღნიშნული ტეტიტორია თურქმა ინვესტორებმა ქართველებს მიჰყიდეს( ესეც ცალკე ისტორიაა), ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. ამ საკითხს ამჟამად არ ჩავუღრმავდები, თუმცა ძალიან უცნაური რომ არის, ესეც ფაქტია.
ასევე ითქვა, რომ რადგან აეროპორტის გადატანაც იგეგმება( რაც სტადიონზე რამდენჯერმე ძვირი დაჯდება), აეროპორტის მუშაობას ეს მხოლოდ დროებით შეუშლისო ხელს და რისკები არ იქნება მაღალიო( ნავიგაციის თვალსაზრისით).
აეროპორტის გადატანა ცალკე საკითხია. იხურება ვაზიანის სამხედრო აეროდრომი, რაც უდიდესი აქტივია ქვეყნისათვის რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით და ნატოსთან სამომავლო თანამშრომლობის კუთხით. ამას სამუდამოდ ვკარგავთ.
დღევანდელი აეროპორტის ტერიტორიაზე კორპუსების ჩადგმა უკვე იხარშება ვიღაცების თავებში, ხოლო ამ ორი პროექტიდან მშენებლის სუფთა მოგება ასეულობით მილიონი ლარ იქნება( “ატკატებზე” რომ არაფერი ვთქვათ).
რომელი უფრო სჭირდება დღეს ქვეყანას, თუნდაც მილიარდი ლარის დახარჯვა მკვდრადშობილ სტადიონზე, თუ ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარება( მაგალითად, რკინიგზის მოდერნიზაცია) ან ჯანდაცვაში თუ განათლებაში ფულის ჩადება, ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და არა ამ არაკომპეტენტურმა და კორუმპირებულმა მთავრობამ. ხალხს რომ არაფერს ეკითხებიან და ყოველგვარი მსჯელობის გარეშე მშენებლობას იწყებენ, ესეც მრავლისმეტყველია.
ხარისხზე არაფერს ვამბობ. შეიხედეთ ახალ სპორტის სასახლეში და ყველაფერს თავადვე მიხვდებით, – წერს გოცირიძე.
კომენტარები