• რეკლამა
  • კონტაქტი
11:24, პარასკევი, 19 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბებო, გთხოვ დღეს არ იტირო” – რეზო კიკნაძის წერილი ბებოს

ალია ავტორი - ალია
15:04 08-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
162
სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე ციხიდან წერილს ავრცელებს და ბებიას დაბადების დღეს ულოცავს.
დღეს ბებოს დაბადებისდღეა!
იმ ბებოსი, რომელიც ყოველი დარეკვისას მეუბნება მთელს ჩემს სიცოცლეს დავთმობდი ოღონდ შენთან ერთხელ მაინც ჩამახუტაო, იმ ბებოსი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის ახალგაზრდაა და არასდროს დაბერდება. იმ ბებოსი, რომელიც ყოველთვის ნათელ მხარეს იდგა/დგას და მისი ასაკის ხალხის უმეტესობისგან განსხვავებით არასდროს წამოგებია პროპაგანდას. იმ ბებოსი, რომელიც ჩემს ყველა სასამართლოს ესწრება და ერთი ადამიანი ვინც ყველაზე ყველაზე მეტად განიცდის შენს ტყვეობასო, რომ მკითხონ მას დავასახელებდი. სამი კვირის წინ გულის ოპერაცია გაიკეთა (შუნტირება) და ძალიან ვნერვიულობდი. აღარ შემეძლო ლოდინი სანამ დავრეკავდი და დედა მეტყოდა კარგად ჩაიარაო, სანამ მის ხმას არ გავიგონებდი…
იმ ბებოსი, რომლისთვისაც ბებო არასდროს დამიძახია და არც დავუძახებ, რადგან ჩემთვის ბებოზე მეტია-დედაც არის მამაც, დაც, მეზობელიც და ძმაკაციც. უნდა ნახოთ ერთად როცა ვართ როგორ ვუკითხავთ ერთამანეთს ლექსებს, ვუყურებთ ფილმებს, განვიხილავთ წიგნებს. ჩემთვის არ არსებობს მასზე მშრომელი, მასზე კეთილი და მასზე მგრძნობიარე ადამიანი. მართლა ყველაზე კეთილია მთელ სამყაროში. გამოიცანით აბა ერთადერთი რამ რაზეც ,,მეჩხუბება“ სულ? რა თქმა უნდა ჭამა. როცა 5 სხვადასხვა საჭმელს ჩამტენის პირში თავის ნამცხვრებით, შოკოლადებით და ხილით და მაინც იმას ეუბნება დარეკვისას დედას დამტანჯა არაფერს ჭამსო. ყოველთვის იმხელა თეფშებს მივსებს ხოლმე ჩემი საყვარელი ფრაზაა ,,ნაი რა არი ეს ქვაბით დამიდგი?“ აუ როგორ მომენატრა…
ბებო ცოტაც გაუძელი და აუცილებლად ჩაგეხუტები. მიყვარხარ და მენატრები და გთხოვ დღეს არ იტირო და აღნიშნე….გილოცავ,უფრო სწორედ ჩემს თავს ვულოცავ შენს არსებობას, მადლობა რომ მყავხარ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved