“უტვინო გალიელი მამალი ვერ ახერხებს ვერანაირად უარი თქვას უკრაინაში ჯარების გაგზავნის იდეაზე,” – ეს განცხადება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა, სავარაუდოდ, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მისამართით გააკეთა.
“პირდაპირ ითქვა: არანაირი ნატო-ს ჯარი მშვიდობისმყოფელების სახით. რუსეთი უსაფრთხოების ასეთ გარანტიებს არ მიიღებს. მაგრამ ხრინწიანი საწყალი ფრინველი აგრძელებს ყივილს, ამტკიცებს, რომ ის არის საქათმის მეფე”, – აცხადებს მედვედევი.
კომენტარები