• რეკლამა
  • კონტაქტი
18:33, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აი, ამიტომ ვეძახი ამათ ნიფხავგამოხეულ დიქტატურას” – რა სქრინებს აქვეყნებს ჯანგირაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:26 08-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
13,866

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:

რომ ვიცოდეთ რა ბეჩავი ქვეყანა ვართ და რა უტიფარია ქოცი. ზარზეიმით გამოაქვეყნეს სტატისტიკა, რომ ამ წლის იანვარ–ივლისში საქართველოში ექსპორტი გაიზარდა რეკორდულად– 3 843 800 000 დოლარამდე, ანუ 8.9%–ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
✅გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი იყო 3 528 634 000. ანუ ზრდა ციფრებში იყო დაახლოებით 314 მილიონი დოლარი.
⭕️ვნახოთ რის ხარჯზე გაიზარდა ექსპორტი: სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი გასულ წელს იყო 1 192 705 900. წელს იგივე პერიოდში გახდა 1 478 884 200. ანუ გაიზარდა 286 მილიონი დოლარით.
ანუ, გაზრდილი ჯამური ექსპორტის დაახლოებით 91%–ს შეადგენს ის, რომ უფრო მეტი მანქანა შემოვიდა საქართველოში, ძირითადად აშშ–დან და გავიდა დიდი ალბათობით რუსეთში, ფორმალურად კი ყირგიზეთ/ყაზახეთებში.
✅არაერთხელ არის დადასტურებული სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიებით და ციფრებით, რომ ვითომ ყირგიზეთში წასული მანქანები იქაურ სტატისტიკაში საერთოდ არ ჩანს და დიდი ალბათობით რუსეთში რჩება.
ჩავხედე, კიდევ რისი ექსპორტი გაიზარდა. თურმე ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების, სხვა არც არაფრის, პრაქტიკულად. ყველაფერში მინუსები გვაქვს, ფეროშენადნობებიდან დაწყებული ღვინით და სპირტიანი სასმელებით დამთავრვებული.
ანუ, საქართველოს ექსპორტი და ქოცების სიამაყე მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, რომ რამდენიმე ამერიკული საიტიდან ძირითადად რუსები და რამდენიმე ადგილობრივი ქართული ლოჯისტიკური კომპანია ყიდულობენ მანქანებს და ყიდიან რუსეთში. და ეს “ბედნიერება“ ქოცნებას თავზე დაეცა მხოლოდ უკრაინაში ომის წყალობით, რომლითაც პარაზიტირებს ამდენი ხანი.
რაც მთავარია, ქოცები კომენტარებში აქებენ და ადიდებენ პარტიას და ბედნიერები არიან ამ “ზრდით“, რომელიც ერთ დღეში შეიძლება გაქრეს და აორთქლდეს. ხვალ რომ შტატებმა საქართველოს 3 საიტი დაუბლოკოს, ან რამე სხვა მიზეზით რუსებს აღარ დაჭირდეთ ჩვენგან გატანილი მანქანები, საქართველოს ექსპორტის 38% უბრალოდ აორთქლდება.
აი, ამიტომ ვეძახი ამათ ნიფხავგამოხეულ დიქტატურას, რომელიც მალე ოფიციალურ შიმშილობამდე მიიყვანს ამ გამოკეტილ ქვეყანას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved