მზად ვარ პუტინთან შეხვედრის ნებისმიერი ფორმატისთვის – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„მე მჯერა, რომ უპირობოდ უნდა შევხვდეთ და ვიფიქროთ ომის დასრულებისკენ მიმავალი ამ გზის შემდგომ განვითარებაზე“, – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ იცის შემოთავაზებული ორმხრივი შეხვედრის დეტალები.
რაც შეეხება ოვალურ კაბინეტში შეხვედრას, უკრაინის განაცხადა, რომ მას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა ოვალურ კაბინეტში გაშლილ რუკაზე, რომელზეც რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებია გამოსახული.
მისი თქმით, მას ჰქონდა შესაძლებლობა, ტრამპისთვის ეჩვენებინა ბრძოლის ველის რუკები და აეხსნა, ვინ რას აკონტროლებს.
მან ასევე მადლობა გადაუხადა დამსწრე ევროპელ ლიდერებს და თქვა, რომ მოკავშირეები ერთ აზრზე იყვნენ.
კომენტარები