• რეკლამა
  • კონტაქტი
15:40, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, სულ ტყუილად აქვს ვინმეს იმედი, რომ ტრამპი და პუტინი ომს დაამთავრებენ და მერე ორივე იძმაკაცებს ბატონ ბიძინასთან” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:02 08-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
992

ყოფილი პარლამენტარი, დავით ზურაბიშვილი:

,,შევეცდები ქოცი კაცისთვის გასაგებ ენაზე მოვყვე თუ რა მოხდა პუტინისა და ტრამპის შეხვედრაზე და რა შედეგები მოჰყვება ამას. წინასწარ ბოდიშს ვიხდი არც მთლად ნორმატიული ლექსიკისთვის, მაგრამ ასე უფრო გასაგებია და სიტუაციის ადეკვატური.

პუტინი აქამდე ცეცხლის შეწყვეტის და სანქციების გაუქმების სანაცვლოდ ითხოვდა: უკრაინამ ჩამაბაროს დონბასის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქები, ნატოზე თქვას უარი, გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი, რუსულ ენას აღუდგინოს სახელმწიფო სტატუსი, შეწყვიტოს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის დევნა, არმია დაშალოს და ზელენსკი გადადგესო.

ტრამპი პუტინის ამ მოთხოვნებს თავიდან დიდად არც ეწინააღმდეგებოდა და უკრაინამ უნდა დათმოს, რადგან რუსეთი დიდია და მოშჩნი და ზელენსკის კიდევ კოზირები არ უჭირავს ხელშიო, გაიძახოდა, მაგრამ ამაზე ევროპელები დაიზაფრნენ, მიდგნენ, მოდგნენ, შეაწუხეს ხალხი, თავად რესპუბლიკურ პარტიაშიც გამოჩნდნენ უკმაყოფილოები და ტრამპმაც გადათქვა.

ახლა პუტინმა კვლავ მოითხოვა დონბასი და ლუგანსკი მთლიანად, მაგრამ ხერსონსა და ზაპოროჟოეს ოლქებზე თქვა, ჯანდაბას, მაქ რაც არ დამიპყრია, დარჩეს უკრაინას, აღარ მინდაო და ასევე დათანხმდა, რომ დასავლეთმა უზრუნველყოს უკრაინის უსაფრთხოება, ოღონდ ნატოს გარეშე. არმიის დაშლის და ზელენსკის გადადგომის მოთხოვნაც აღარ დაუყენებია.

ამის გაგონებაზე ტრამპის ემისარი მოსკოვში, სტივ უიტკოფი, რომელიც პიტალო სირია და პუტინს მისი დაბოლება თამაშად და უჩანს მღერად, აღფრთოვანდა და ტრამპს აცნობა, ვოვა სერიოზულ დათმობაზე წამოვიყვანეო. ტრამპი, რომელსაც ერთი სული აქვს ომი გააჩეროს, რათა მერე რუსეთს ოფიციალურად ჩაუბრატდეს ჩინეთის წინააღმდეგ (რაც თავისთავად დიდი ყლეობაა და გამორიცხული ამბავი, მაგრამ ამას ჟღალ მიმინოს ვერ აგებინებენ), ასევე აღფრთოვანდა, მოიწვია პუტინი ალასკაზე, დაუგო წითელი ხალიჩა და აქო და ადიდა, ჯიგარი ხარ, ვოვა-ჯან, კაცი შენ ყოფილხარ და ქუდიც შენ გხურებიაო. პუტინსაც რა ენაღვლებოდა, შენ რომ ყოფილიყავი პრეზიდენტი, ეს ომი არც დაიწყებოდაო, გაუგორა იმ ნარცისს, მე შენ იმხელა პატივს გცემ, რაზეა ბაზარიო. თუმცა, ტრამპმა სტუმარი ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტაზე მაინც ვერ დაითანხმა, რაც მაგრად გაუტყდა და ბანკეტზეც აღარ დაპატიჟა.

ამის შემდეგ ტრამპი ურეკავს ზელენსკის და კაი ამბავი მაქვს შენთვის, პუტინი დავიყოლიე და ორი ოლქის იმ ტერიტორიებს გითმობს, რომლებიც ჯერ არ დაუპყრია, მაგრამ აპირებსო და მეტი რა ჩემი ფეხები გინდა, ჩამოდი ახლა ჩემთან და გავაფორმოთ ეს ამბავიო. ზელენსკი გადაირია, მაგას შიგ ხომ არა აქვსო და სანამ ამერიკაში ჩავიდოდა, დაგაზა ევროპაში და რამე უთხარით იმ გამოყლევებულს, ფაქტობრივ კაპიტულაციაზე რომ მეჩალიჩება, თორემ ჩემს თავზე პასუხს აღარ ვაგებო. ევროპელებიც დაფაცურდნენ, გადარეკ-გადმორეკეს, ბევრი ვერაფერი გაარკვიეს და მერე ვიღაცას გურული ფრთიანი ფრაზა გაახსენდა ტრამპზე, “მაი არ დეიტიება მარტოო” და ახლა ყველა ლიდერი დამწკრივდა და ზელენსკისთან ერთად მიდიან ამერიკაში. ტრამპს მაინცდამაინც არ სიამოვნებს ასეთი ატმასკა რომ აქვს ევროპაში მისი აზრით უკოზირო ზელენსკის, მაგრამ რა ქნას? არ ჩამოხვიდეთო ხომ ვერ ეტყვის?

არ ვიცი მოახერხებს თუ არა ამხელა წარმომადგენლობითი დელეგაცია ტრამპის დარწმუნებას, რომ რაზედაც პუტინი თანახმაა, ის არანაირი დათმობა არაა, მაგრამ ცხადია პუტინის წინადადებაზე არც უკრაინა და არც ევროპა არ დათანხმდება.

რას იზამს ამის მერე ტრამპი? ჩემი აზრით არაფერ განსაკუთრებულს: კიდევ ერთხელ გაგზავნის უიტკოფს ვოვასთან სალაპარაკოდ, ის კიდევ ერთხელ დააბოლებს ამ სირს და ყველაფერი დაიწყება თავიდან.

და ასე გაგრძელდება 2028 წლამდე, სანამ ამერიკაში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება. მერე რა იქნება, ჩორტივოზნაეტ.

ჰოდა, იმის თქმა მინდოდა, სულ ტყუილად აქვს ვინმეს იმედი, რომ ტრამპი და პუტინი ომს დაამთავრებენ, უკრაინას გაიყოფენ და მერე ორივე იძმაკაცებს ბატონ ბიძინასთან. არ მოხდება ეს და ვინც მაინც ასე ფიქრობს, ის მინიმუმ უიტკოფია ჩემს თვალში ან კიდევ უარესი.“

თეგები: დავით ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved