• რეკლამა
  • კონტაქტი
17:40, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვაკის პარკის დაუსრულებელი რეაბილიტაცია და სავარაუდო კორუფცია თბილისის მერიაში – ქეთევან თურაზაშვილი მოსახლეობას მიმართავს

ალია ავტორი - ალია
15:22 08-14-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,086

ვაკის პარკის დაუსრულებელი რეაბილიტაცია და სავარაუდო კორუფცია თბილისის მერიაში – სწორედ ამ საკითხის შესახებ გამართა ბრიფინგი ვაკის პარკში “ძლიერი საქართველოს” წევრმა, ქეთევან თურაზაშვილმა:

,,თბილისის მერიამ ისევ ვერ დაასრულა ვაკის პარკის რეაბილიტაცია. 30 მილიონი ლარი უკვე დახარჯულია, იგეგმება კიდევ 31 მილიონი ლარის დახარჯვა. რეაბილიტაცია 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. სავარაუდო დანახარჯი 60 მილიონ ლარს გადააჭარბებს. გვახსოვს როგორც ზარზეიმით გახსნა კახა კალაძემ 2012 წელს ვაკის პარკი და გვახსოვს 2022 წლის 13 ოქტომბერს საზარელი ტრაგედია, როდესაც 13 წლის ბავშვი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი დენის დარტყმა, რადგან არ იყო გაკეთებული ხარისხიანად ელექტროგაყვანილობა შადრევანში. ამ ფაქტის გამო დაკავებულთა შორის იყო გიგა გიგაშვილი, რომელიც წარმოადგენდა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს. ის არის ადამიანი, რომელსაც პატიმრობა მალევე შეუცვალეს შინაპატიმრობით. მან პატიმრობიდან გათავისუფლებულმა შეიძინა ნახევარმილიონიანი უძრავი ქონება. მას არ აუღია კრედიტი, არ გაუყიდია კრედიტი. ასევე შეიძინა 143 კვ ბაგებში საბაზრო ღირებულებაზე ბევრად დაბალ ფასად და მთავარი, მან დააარსა კომპანია, რომელიც იყო შუამავალი მერიასა და სხვა კომპანიებს შორის. ის მუშაობდა კოეფიციენტებზე, მშენებლობის ნებართებზე და ნებართვების დაჩქარებაზე. ის იყენებდა საკუთარ გავლენებს და კონტაქტებს. ეს ერთი მაგალითიც ცხადყოფს, თუ როგორი მასშტაბის კორიფციაა თბილისის მერიაში.

კახა კალაძე ორი ვადით იყო თბილსის მერი. მის მმართველობას უკავშირდება არაერთი ჩამონგრევა და უბედურება. ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ადამიანი მის ადგილას გადადგებოდა თანამდებობიდან. ის კი მესამე ვადით თავაზობს საკუთარ თავს თბილისელებს. არადა, რეალურად თბილისს აქვს რეალური რესურსი, რომ გვქონდეს რეალური უსაფრთხოება და არ გვეშინოდეს ჩვენი შვილებსი გარეთ გასვლის. მოგმართავთ მოსახლეობას, რომ ერთად გავათავისუფლოთ ჩვენი ქალაქი და დავიხსნათ კორუმპირებული მერისგან”

(R)

თეგები: ქეთევან თურაზაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved