• რეკლამა
  • კონტაქტი
22:54, სამშაბათი, 23 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მედიის შეზღუდვა, ძალადობა, დაუსჯელობა – სახდეპი საქართველოს შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

ალია ავტორი - ალია
11:13 08-13-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
151

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში 2024 წელს ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ მნიშვნელოვან მოვლენებს შორის იყო ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის ამოქმედება, რომელიც – “სანდო არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების შესაზღუდად გამოიყენება”.

ამასთან, ანგარიშში საუბარია დისკრიმინაციულ და ჰომოფობიურ – “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონზე და აღნიშნულია, რომ ის ახდენდა გამოხატვის გარკვეული ტიპების კრიმინალიზაციას, ასევე, ნახსენებია დაშინების, იძულებისა და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების კამპანია, რომელიც “ზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებას, განსაკუთრებით ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით”.

სახ.დეპის ანგარიშში ჩამოთვლილია, რომ ადამიანის უფლებების შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები სარწმუნო ცნობებს მოიცავდა:

  • წამების ან სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ
  • თვითნებური დაპატიმრებების ან დაკავებების შესახებ
  • გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების, მათ შორის მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და ძალადობის მუქარის, ჟურნალისტების უსამართლო დაპატიმრებების და სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ
  • ე.წ. გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების შემაძრწუნებელი გავლენის შესახებ

დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევის ჩამდენ ზოგიერთ თანამდებობის პირთან მიმართებით გამოძიების ჩასატარებლად და დასასჯელად, დაუსჯელობა მაინც პრობლემად რჩებოდა.

დოკუმენტის ქვეთავში, სახელწოდებით “პრესის თავისუფლება”, აღნიშნულია, რომ კონსტიტუცია და კანონი ითვალისწინებდა გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის პრესისა და სხვა მედიის წარმომადგენლებისთვის, თუმცა, ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს მთავრობის მიერ გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან დაკავშირებით.

კერძოდ, სახ.დეპის თანახმად, ეს შეშფოთება ფოკუსირებული იყო მედია პლურალიზმის გარემოსა და კანონმდებლობის გაუარესებაზე, ასევე ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობასა და ძალადობის შესახებ მუქარაზე.

“28 მაისს ამოქმედებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და მედიას, რომლებიც დაფინანსების სულ მცირე 20%-ს საზღვარგარეთიდან იღებდნენ, მათ ავალდებულებდა “უცხოური გავლენის ობიექტებად” დარეგისტრირებას.

ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვები ასევე შეშფოთების საგანი იყო. არასამთავრობო ორგანიზაციები იუწყებოდნენ, რომ ჟურნალისტებზე უკანონო თვალთვალის შესახებ წინა სისხლის სამართლის გამოძიებები კვლავ განხილვის პროცესში იყო”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშში ასევე საუბარია საქართველოში განხორციელებულ თავდასხმებზე, დაკავებებსა და ზეწოლაზე და აღნიშნულია, რომ ცნობები მოქალაქეების, ჟურნალისტების თუ სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარის, იძულებისა და შევიწროების შესახებ მთელი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ვრცელდებოდა – “ასეთ შემთხვევებში ასევე არ არსებობდა ანგარიშვალდებულება”.

დოკუმენტში ნახსენებია ევროინტეგრაციის შეჩერების შემდგომი დემონსტრაციებისას ტვ პირველის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე თავდასხმის ფაქტი. ასევე, საუბარია ამ პერიოდში ჟურნალისტებისა და აქტივისტების განცხადებებზე შევიწროებისა და მუქარის შემცველი სატელეფონო ზარების მიღების შესახებ, ვანდალიზმის შემთხვევების შესახებ.

ასევე, დოკუმენტში საუბარია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს მედიაზე თავდასხმის შემთხვევებზე და აღნიშნულია, რომ მათ შორის საერთაშორისო მედიამონიტორების თანახმად, არჩევნების დროს მინიმუმ 30 ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც მედიის წარმომადგენლებს აღჭურვილობა დაუზიანეს, ან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, თუმცა აღნიშნულია, რომ “მთავრობას წლის ბოლოსთვის ეს ცნობები არ გამოუძიებია”.

“ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის განმავლობაში, ხელისუფლება ან დაუდგენელი თავდამსხმელები, რომლებიც, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის, ქართული ოცნების სახელით მოქმედებდნენ, ძალადობრივად დაესხნენ თავს ათობით მედიის წარმომადგენელს, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ. თავდასხმები მოიცავდა ცემას, წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებას. მძიმე დაზიანებების შესახებ ცნობებს შორის იყო ცნობები ხერხემლის მოტეხილობების, სახის ძვლების მოტეხილობების და ქიმიური დამწვრობის შესახებ. რამდენიმე ჟურნალისტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა”, – ვკითხულობთ სახ.დეპის განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ახალი ამბები

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე

16:27 12-23-2025
400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება
ახალი ამბები

400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება

15:38 12-23-2025
„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი
ახალი ამბები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი

13:15 12-23-2025
CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება
ახალი ამბები

CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება

12:58 12-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved