• რეკლამა
  • კონტაქტი
09:42, კვირა, 4 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კიდევ 3 პირს ბრალს დღეს წაუყენებენ

ალია ავტორი - ალია
12:31 08-13-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
141

დღეს, ბრალს წაუყენებენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კიდევ სამ პირს, მათ შორის, არის გიორგი მიქაძეც. მის ძმას, დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს კი, რომლებიც ქვეყანაში არ იმყოფებიან, ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

დაკავებულებს ედავებიან შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-გასაღებას, დანაშაულის დაფარვას და ცრუ ინფორმაციის მიწოდებას.

გამოძიების ინფორმაციით, ძმებმა მიქაძეებმა ეგრეთ წოდებულ კრიმინალურ ავტორიტეტს, გიორგი ჯოხაძეს, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზება სთხოვეს. დავალებას ჯოხაძის დაცვის წევრი გელა უძილაური დათანხმდა, რომელმაც 14 მარტს, ჭავჭავაძეზე ჯანგველაძეს 14-ჯერ ესროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მოტივი სხვადასხვაა, მათ შორის, ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული დაპირისპირება, თუმცა “კურიერმა” გაარკვია, რომ გამოძიება ასევე მუშაობს ვერსიაზე, რომ მკვლელობის უკან, ქურდულ სამყაროში წარსულში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის გამო დაწყებული შურისძიებაც დგას.

“ის თვლის, რომ თუ მის მიმართ ბრალი იქნება წარდგენილი, ეს იქნება აბსურდული ბრალდება, ვინაიდან მისი პოზიციაა და რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციაცაა, რომ მას არანაირი შემხებლობა არ აქვს ამ მკვლელობის ფაქტთან. სხვა ვერსიებზეც, რა თქმა უნდა, მქონდა საუბარი და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა დამიდასტურა, რომ ეს ვერსიაც არის აბსურდული. მათ არანაირი ე.წ. კვეთა და რაიმე კონფლიქტი არ ჰქონიათ”, – განაცხადა გიორგი ჯოხაძის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved