• რეკლამა
  • კონტაქტი
04:10, პარასკევი, 24 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთის თავდაცვის მტკიცებით, ალასკაში შეხვედრის ჩასაშლელად კიევი პროვოკაციას ამზადებს

ალია ავტორი - ალია
11:42 08-13-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
114

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს და “რამდენიმე წყაროდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით” ამტკიცებს, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ჩაშლის მიზნით, კიევი პროვოკაციას ამზადებს.

კერძოდ, რუსეთის თავდაცვა ირწმუნება, რომ სამიტამდე ერთი დღით ადრე, პარასკევს, უკრაინის შეიარაღებული ძალები უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გამოყენებით საკუთარ ქალაქზე, რომელიც მჭიდროდ არის დასახლებული, იერიშს გეგმავენ.

რუსეთის თავდაცვის თანახმად, სამიზნე ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქი ჩუგუევია.

უწყება ირწმუნება, რომ ადგილზე უკვე ჩაიყვანეს დასავლელი ჟურნალისტები “საბაბით, თითქოს ფრონტის ხაზზე მყოფი ქალაქის მაცხოვრებლების შესახებ რეპორტაჟების სერიას ამზადებენ”. რუსეთი ამტკიცებს, რომ მათი ჩაყვანის “რეალური მიზეზი” – “დარტყმების მომენტალური დაფიქსირებაა”.

“კიევის რეჟიმის პროვოკაციის შედეგად, მთელი პასუხისმგებლობა დარტყმებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაეკისრება, რათა შეიქმნას ნეგატიური ფონი და საბაბი, რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებების უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხზე ჩაშლისთვის”, – ირწმუნება რუსეთის თავდაცვა.

რუსეთის თავდაცვის თანახმად, “პროვოკაციები ასევე მოსალოდნელია კიევის რეჟიმის მიერ კონტროლირებად სხვა დასახლებებში”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

13:18 04-23-2026
გორგიამ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
ახალი ამბები

გორგიამ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

13:07 04-23-2026
სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას

12:30 04-22-2026
„გააცოცხლე“ – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ახალი ამბები

„გააცოცხლე“ – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა

12:06 04-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved