ოდესაში, ზატოკას სანაპიროსთან, აკრძალულ ზონაში ცურვისას სამი ადამიანი – ორი მამაკაცი და ერთი ქალი – საზღვაო ნაღმების აფეთქების შედეგად დაიღუპა, იტყობინება უკრაინული მედია.
შემთხვევა კვირას, ადგილობრივი დროით 11:30-ზე, კაროლინო-ბუგაზსა და ზატოკას შორის მოხდა.
ოდესის გუბერნატორის, ოლეგ კიპერის თქმით, დაღუპულთა ვინაობის დადგენა მიმდინარეობს. ხელისუფლება კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსვენებლებს, არ შევიდნენ აკრძალულ წყლებში, სადაც უსაფრთხოების შემოწმება არ ჩატარებულა.
კომენტარები