• რეკლამა
  • კონტაქტი
16:50, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

EU: სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება გზას უხსნის რეგიონის ხანგრძლივ, მდგრად მშვიდობას

ალია ავტორი - ალია
12:44 08-09-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოსტა და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს შეთანხმება ორივე ქვეყნისა და რეგიონისთვის მდგრადი მშვიდობის საფუძველი იქნება.

“ევროკავშირი თბილად მიესალმება აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის დღევანდელ შეხვედრას, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი მასპინძლობდა. ასევე მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების პარაფირებას.

პრემიერ-მინისტრ ფაშინიანისა და პრეზიდენტ ალიევის მიერ პოლიტიკური დეკლარაციის ხელმოწერა თეთრ სახლში პრეზიდენტ ტრამპის თანდასწრებით მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც სომხეთისთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის, რაც გზას უხსნის ორივე ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის ხანგრძლივ, მდგრად მშვიდობას და ასევე ევროკავშირის მრავალწლიანი ძალისხმევის კულმინაციას წარმოადგენს.

ახლა მნიშვნელოვანი იქნება შეთანხმებული ნაბიჯების დროული განხორციელების უზრუნველყოფა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების სრულფასოვანი ნორმალიზაციისკენ სტაბილური და შეუფერხებელი პროგრესი.

როგორც არაერთხელ აღინიშნა ორივე ლიდერისთვის, მათ შორის ბოლო დროს 2025 წლის მაისში ტირანაში ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის საბჭოს სამიტის ფარგლებში, პრეზიდენტი კოსტა და პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი გულწრფელად არიან წახალისებულნი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მიერ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ორმხრივ გზაზე გადადგმული გადამწყვეტი ნაბიჯებით, რაც ასევე ეფუძნება ბრიუსელში მათი წარსული დისკუსიების სერიას.

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს სომხეთ-აზერბაიჯანის ნორმალიზაციის პროცესს და მზადაა ინვესტიცია ჩადოს რეგიონულ კავშირსა და სრულ გახსნილობაში, რაც, პირველ რიგში, კონფლიქტის მემკვიდრეობით გაყოფილი მოსახლეობის საკეთილდღეოდ გამოიყენება და რეგიონს მდგრად მშვიდობასთან, სტაბილურობასა და კეთილდღეობასთან დააახლოებს“, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved