გორში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე ექვსი პირია დაკავებული-ორი დაჭრილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება და მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული არასრულწლოვანია.
რა მოხდა კომბინატის დასახლებაში და რის გამო დაუპირისპირდა ერთმანეთს ახალგაზრდების ორი ჯგუფი ჯერჯერობით უცნობია.
ირკვევა, რომ სროლის შემდეგ, ეჭვმიტანილებმა მიმალვაც სცადეს და დანაშაულის იარაღი ერთ-ერთი დაკავებულის სარდაფში დამალეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ გარეთ გასვლის ეშინიათ, რადგან დღე არ გავა, რომ მსგავსი ტიპის გარჩევები და სროლების ხმა არ ისმოდეს.
ამ ადამიანებს დაუვარდათ ე.წ. ბიტები, რითაც იყვნენ ასევე შეიარღებულები, ამბობენ, რომ სახლის აივანიც სისხლითაა მოსვრილი. სამწუხაროა, დღე არ გავა ასეთი უბედურება არ გავიგოთ, ეს ქალაქი უკვე კრიმინალურ ქალაქად იქცა და ხელისუფლება, იმის ნაცვლად, რომე ღონისძიებას ატარებდეს, მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ემსახურება და თავის პიარ კამპანიას ატარებს. გვასაღებენ ვითომ მშვიდობას, ეს მშვიდობა არ არის, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან და ბრალის წარდგენას ელოდებიან.
კომენტარები