• რეკლამა
  • კონტაქტი
18:54, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დროა ქართველმა ხალხმა აჩვენოს რუსეთს და ყველა მათ დამქაშს, როგორ შეცდნენ და მოიგოს ეს გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის!!! – სალომე სამადაშვილი

ალია ავტორი - ალია
11:46 08-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
177

,,ლელო ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა:

მსურს გამოვეხმაურო გუშინ ვაშინგტონში გამართულ ისტორიული შეხვედრას და იმ უმძიმეს ვითარებას, რომელშიც საქართველო აღმოჩნდა დღეს, ბიძინა ივანიშვილის რუსული ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის შედეგად.

▪ გუშინ ყველამ ერთად ვიხილეთ ისტორიული შეთანხმება, რომელიც ჩვენმა მეზობლებმა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა პრეზიდენტ ტრამპის თანამონაწილეობით გააფორმეს. ამერიკის უშუალო თანამონაწილეობით, მისი როგორც ფინანსური, ასევე უსაფრთხოების გარანტიებით, ჩვენი მეზობლები შეთანხმდენენ არა მხოლოდ გრძელვადიან მშვიდობასა და ურთიერთობების ნორმალიზაციაზე, არამედ იმაზე, რომ შეიქმნება ახალი სატრანზიტო დერეფანი-ზანგეზურის დერეფანი-რომელიც რუსეთის გვერდის ავლით ახალ სატრანსპორტო გზას ქმნის დასავლეთის კასპიის ზღვის რეგიონთან დასაკავშირებლად. ეს არის როგორც რეალურად დამყარებული მშვიდობის შედეგი, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან რეალური სტრატეგიული თანამშრომლობის შედეგი. რასაც ვულოცავთ როგორც სომხეთს, ასევე აზრბაიჯანს. რეალურის და არა ქართული ოცნების მიერ მოგონილი ყალბი მშვიდობის, რომელიც სინადვილეში ნიშნავს რუსეთის ყველა დავალების შესრულებას, საქართველოს სტრატეგიული ინტერესებზე უარს და ფაქტიურად ქვეყნის დესუვერენიზაციას. ივანიშვილის პოლიტიკის ერთადერთ შედეგი დღეს მხოლოდ ისაა, რომ რუსეთი, მარია ზახაროვას პირით, დავალებას აძლევს მის ხელისუფლებას, აღიაროს ოკუპირებული ტეირტორიების დამოუკიდებლობა და მოემზადოს მათთან ორმხრივი ურთიერთობების დასამყარებლად.

▪ ამის საპირწონედ კი დიახ, გუშინდელმა ისტორიულმა დღემ გვაჩვენა, რას ნიშნავს ჩვენს სამეზობლოში სუვერენული ქვეყნების მიერ, საკუთარი ხალხის კეთილდღეობისთვის გადადგმული ნაბიჯები. ამ შეთანხმებამ განამტკიცა აზერბაიჯანისა და სომხეთის სუვერენიტეტიც, მშვიდობაც, და მათი ხალხის კეთილდღეობისთვის, ახალი უნიკალური შესაძლებლობები შექმნა.

▪ შესაძლებლობები, რომელიც საქართველოსაც გვერდს უვლის. ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა რომელმაც ისტორიული შანსი დაუკარგა საქართველოს, როდესაც რუსეთის დავალებით, ანაკლიის პროექტი დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სამართლებრივი დევნის გზით მოკლა ეს საუკუნის პროეტი, რომლის აშენებას უკვე მრავალი წელია ფუჭად პირდება ხალხს, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმაზე, რომ მათ შორის სატრანზიტო  თვალსაზრისით დაუკარგა საქართველოს, როგორც მიმზიდველობა, ასევე ფუნქცია და დღეს, როდესაც რეგიონში ახალი პროექტები ხორციელდება საქართველო დაკარგული შესაძლებლობების გამო გლობალურად კონკურენტუნარიანი ქვეყანა დიდი ხანია აღარ არის. დღეს, როდესაც აშშ ახალ სტრატეგულ სიმტკიცეს იჩენს ამ რეგიონში მისი როლის გასაზრდელად, საქართველოს დაკარგული აქვს მსოფლიო უძლიერეს სახელმწიფოსთან სტრატეგული თანამშრომლობის ხელშეკრულება.

▪ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საქართველოს ყველა ფორმაციის ხელისუფლებამ დატოვა ხელშესახები ისტორიული მემკვიდრეობა ჩვენი სახელმწიფოსთვის და ქართველო ხალხისთვის. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ შექმნა დამოუკიდებლობა. შევარდნაძის ხელისუფლება საქართველოს შეუქმნა საერთაშორისო ფუნქცია, პირველ რიგში როგორც სატრანზიტო დერეფანს, მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტებისთვის, სააკაშვილის ხელისუფლებამ საქართველო მყარად დააყენა ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების გზაზე-მოიპოვა ევროკავშირთან სრულიად ახალი ხარისხის თანამშრომლობა.

▪ ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა კი სწორედ სამი ათწლეული მანძილზე ნაშენები ქართული სახელმწიფო და მისი საერთაშორისო ფუნქციები გასული 13 წლის მანძილზე ეტაპობრივად ნაცარტუტად აქცია. რადგან ამ ქვეყნის რეალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი კი თავად აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი მისთვის მხოლოდ პირადი ფინანსური ინტერესებისთვის სავაჭრო თემა, ხოლო საქართველო, ბინძური რუსული ფულის სამრეცხაო და სანქცირებული ბიზნესის ინტერესების დამცველ ტერიტორიად სჭირდება.

▪ მსგავს ვითარებაში, ცხადია, რომ საქართველოს არც სატრანზიტო და არც სხვა ფუნქცია არ ექნება დასავლეთის ქვეყნებისთვის. საქართველოს მოქალაქისთვის ეს ნიშნავს მომავალში კიდევ უფრო გაზრდილ უმუშევრობას, გაზრდილ ფასებს, გართულებულ საცხოვრებელ პირობებს და უკვე ფიზიკურ იზოლაციასაც, თუ უვიზო რეჟიმიც გააუქმა ევროკავშირმა.

▪ დღეს თითოეულის საქართველოს მოქალაქის მომავალი მძევლად ყავს აყვანილი ივანიშვილის ოჯახის ფინანსურ ინტერესებს, და რუსეთის პოლიტიკას. ამიტომ გაგრძელდება ჩვენი ბრძოლა მანამდე, სანამ არ დავიხსნით საქართველოს იმ უმძიმების ბედისგან, რომელსც მას რუსეთი და მისი მოკავშირი რეჟიმი უმზადებენ. დასაკარგი დრო საქართველოს არა აქვს, ივანიშვილის მმართველობის ყველა დღე უძვირესი უჯდება ქართველ ხალხს. ამიტომ იქნება უკომპრომისო ბრძოლა ამ რეჟიმთან ყველგან-აქციაზე, ქუჩაში, საქართველოს ყველა სოფელსა და ქალაქში, არჩევნებზე, საერთაშორისო ასპარეზზე.

▪ ივანიშვილმა 13 წელი დახარჯა ჩვენს დარმწუნებაში, რომ ვართ არაფრის მაქნისი, უფუნქციო, საცოდავი ერი. ახლა დროა ქართველმა ხალხმა აჩვენოს რუსეთს და ყველა მათ დამქაშს, როგორ შეცდნენ და მოიგოს ეს გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის!!!
(R)
თეგები: სალომე სამადაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved