• რეკლამა
  • კონტაქტი
01:00, შაბათი, 28 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ენმ“-ის, გიგა ბოკერიას დაჯგუფების, „რესპუბლიკური” პარტიის დასამარცხებლად მოვდივართ პოლიტიკაში“

ალია ავტორი - ალია
22:14 06-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

„ალიას“ ესაუბრება „ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე.

– ბატონო სანდრო, „ქართული მარში“  პოლიტიკაში მოდის და საუბარიც ამ თემით მინდა დავიწყო. ადრე რამდენჯერმე გკითხეთ, რატომ არ მიდიოდა პოლიტიკაში „ქართული მარში“ და თქვენ მპასუხობდით, რომ  სახალხო–პატრიოტული  მოძრაობის რანგში თქვენს გუნდს მეტის გაკეთება შეეძლო, გარედან, ქუჩიდან ბრძოლა და ხელისუფლებაზე, ლიბერალურ პოლიტიკურ ძალებზე ზეწოლა უფრი ეფექტური იყო თქვენი მიზნების მისაღწევად. ახლა რა მოხდა? როგორც  სახალხო მოძრაობამ, „ქართულმა მარშმა“ საკუთარი თავი ამოწურა?

– ეს რთული გადაწყვეტილება მივიღეთ იძულებით.  სხვა გზა არ დაგვიტოვეს. 2012 წელს სააკაშვილის რეჟიმი იმიტომ არ შეგვიცვლია, რომ მისი გარეგნობა და მანერები  არ მოგვწონდა. იმიტომ შევცვალეთ, რომ მისი რეჟიმის იდეოლოგია შეცვლილიყო, შეცვლილიყო ის დამპალი სისტემა, რომელიც ამ იდეოლოგიაზე იდგა. სამწუხაროდ, ვერ შევცვალეთ იდეოლოგია, ქვეყნის კურსი და წავედით ისევ იმავე ლიბერასტული, სოროსული გზით. არანაირი ეროვნული პლატფორმა ქვეყანას არ გააჩნია. ხელისუფლება ყველაფერს უთმობს მოღალატე ლიბერასტულ ძალებს. ერთად მიაქანებენ ქვეყანას უფსკრულისკენ. ეს რომ შევაჩეროთ, შევცვალოთ ქვეყნის იდეოლოგიური პლატფორმა, რომ ვიყოთ მცველები ეროვნული ღირებულებებისა და ტრადიციებისა, რომელთა გაუფასურებაც მიმდინარეობს ყოველდღიურად, ამან გადაგვაწყვეტინა არჩევნებში მონაწილეობა. საქართველოს პარლამენტში, თუნდაც 5–10 კაცი თუ იქნება, რომელიც ხმალამოღებული დაიცავს ეროვნულ, ტრადიციულ, კონსერვატიულ ღირებულებებს, ეს უკვე დიდი საქმეა. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ იმ ტიპის კანონების  მიღებას და იმ ტიპის ნაბიჯებს, რომელთა გადადგმასაც  ყოველდღიურად ვხედავთ, აღარ იქნება. ეს სოროსულ–ლიბერასტული შტურმი შეჩერდება. ჩვენ პოლიტიკურად გავანადგურებთ იმ ურჯულოებს, რომლებიც ქართველი ერის, ქართული სახელმწიფოს, მართლმადიდებლური ეკლესიის, ჩვენი მორალისა და ზნეობის წინააღმდეგ  იბრძვიან.

პოლიტიკაში იმიტომ არ მოვდივართ, რომ პარლამენტში ადგილებისთვის ვიბრძოლოთ. მთავარი ის არის, რომ უფრო ეფექტურად  ვებრძოლოთ ლიბერასტულ ძალებს, მათსავე მოედანზე ვებრძოლოთ და საპარლამენტო მანდატები ამისთვის  გვჭირდება. ეს ძალები არიან „ნაცმოძრაობა“, გიგა ბოკერიას დაჯგუფება, „რესპუბლიკური“ პარტია…  მათ პოლიტიკური კრახი უნდა განიცადონ. ისინი აღარ უნდა იყვნენ დომინანტები არც პოლიტიკურ და არც საზოგადოებრივ სივრცეში. ზოგიერთები  დაგვჩხავიან, რა გაგიკეთებიათ  სადაც იყავით და პოლიტიკაში რომ მოხვალთ, რას გააკათებთო? „ქართული მარშის“ ძალისხმევის შედეგად,  კონსტიტუციით აიკრძალა ერთსქესიანთა ქორწინება, უცხოელებზე მიწების გაყიდვა, ესეც კონსტიტუციით. ეს ცოტაა? ეს წელიწადნახევარში მოვახერხეთ ქუჩიდან და თუ მოვხვდებით პარლამენტში, გაცილებით მეტს გავაკეთებთ.

– კანონები ხმათა უმრავლესობით მიიღება პარლამენტში და თუნდაც მოხვდეთ იქ,  რას შეცვლის თქვენი ხმები?

– რას შევცვლით და ხალხს გამოვიყვანთ, ხალხი არ მისცემს საშუალებას, ანტიქართული კანონები მიიღონ, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ჩვენ ქუჩაში ბრძოლაზე უარს მაინც არ ვიტყვით. ხალხს ვეტყვით სიმართლეს, ყველა კონკრეტული კანონპროექტის შესახებ, რა საფრთხეები დევს მასში, გავაგებინებთ.  განაჩენს კი ხალხი გამოუტანს იმ კანონპროექტებს, მათ ავტორებსა და ინიციატორებს. ბევრი უმსგავსობის დაბლოკვა შეგვეძლება ხალხთან ერთად, ხალხის თანადგომით. ეს ცოტა არ იქნება. ეს არის მთავარი მიზეზი, თუ რატომ მივდივართ პოლიტიკაში.  კიდევ ერთი მინდა ვთქვა. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც არც გეი–აღლუმი ჩატარებულა, არც გეი–პრაიდი, აქ არ მიეცათ საშუალება, თავიანთი ბინძური, გარყვნილი  მიზნების ასრულებისა.  ცხადია, ეს უპირველესად, ქართული ეკლესიისა და კათალიკოს–პატრიარქის,  ილია მეორის დამსახურებაა, მაგრამ ამ ურჯულოებთან ბრძოლის ავანგარდში „ქართული მარში“ იდგა. ამიტომაც არის ჩვენს წინააღმდეგ  გააფთრებული ბრძოლა. ადამიანები მოდიან პოლიტიკაში იმისთვის, რომ ბიზნესი და ფული გააკეთონ, ცხოვრება აიწყონ, შავი ჯიპებით იარონ და  ოჯახის წევრებს ვინ ჩივის, მთელი სანათესაო დაასაქმონ. ამის პარალელურად, ყოველდღიურად პოზიორობენ კამერების წინ, არ დაიღალნენ ხალხის მოტყუებით. სინდისის ნატამალი არ გააჩნიათ. ჩვენ ამისთვის არ მოვდივართ პოლიტიკაში. ზოგიერთ ჩემს თანაგუნდელს თუ თანამებრძოლს, პატიოსანი შრომით, ცხოვრებაც აწყობილი აქვს, არაფერი აკლია, მაგრამ ეს ქვეყანა უყვარს და არ შეუძლია მოვლენების შორიდან ყურება. ეს ხალხი რისკავს, როდესაც პოლიტიკაში მოდიან ჩემთან ერთად. მათ შესაძლოა, ყველაფერი დაკარგონ, მაგრამ ესეც გაცნობიერებული აქვთ, ამისთვისაც მზად არიან. ესენი არიან პატრიოტები და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე  ადამიანები, რომლებიც მზად არიან, გაიღონ თუნდაც ყველაფერი და ეს ქვეყანა ლიბერასტებს ხელიდან გამოგლიჯონ, თავიანთ შვილებს ნორმალური ქვეყანა დაუტოვონ, ეროვნულ ფასეულობებზე ორიენტირებული, ეროვნულ ოდეოლოგიაზე დაფუძნებული საქართველო.

– არჩევნებს სოლიდური თანხები სჭირდება და ცხადია, ხალხს, თუნდაც თქვენს პოტენციურ ამომრჩეველს აინტერესებს, ფული საიდან უნდა მოიძიოთ, რა სახსრებით, ვისი ფულით აპირებთ არჩევნებში მონაწილეობას?

– კი, ბატონო, დასამალი არც არაფერი გვაქვს. მე მყავს მეგობრები, შეძლებული ახლობლები, ბიზნესმენები, რომლებიც გარკვეულ თანხას შემოგვწირავენ. მე და ჩემი ორი მეგობარი ამ დღეებში ავტომობილებს ვყიდით, რომ საარჩევნო კამპანია დავიწყოთ. ამის გადამოწმება მარტივად შეიძლება. გარდა ამისა, „ქართულ მარშში“ არიან ადამიანები, რომლებიც მცირედს გაიღებენ და ეს მცირე, ჩვენთვის ფულია. ჩვენ არ ვაპირებთ გრანდიოზული საარჩევნო კამპანიის ჩატარებას, მიზნები დიდი გვაქვს, შესაძლებლობა მოკრძალებული და საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში გავწევთ ყველა ხარჯს. ჩვენ ხომ ფულით არ ვაპირებთ ამომრჩევლის ყიდვას სხვა პარტიებივით? მათ ჩვენზე ასჯერ, ათასჯერ მეტი თანხა დასჭირდებათ და ამაში არც ვაპირებთ  მათთან გაჯიბრებას, ღმერთმა დაგვიფაროს! ჩვენ ქართულ, ტრადიციულ, კონსერავატიულ იდეოლოგიას ვთავაზობთ ხალხს და ძალიან კარგად ვიცი, რომ ბევრი მხარდამჭერი გვყავს.

– რომელიმე ეროვნულ ძალასთან ხომ არ აპირებთ კონსულტაციებს, რომ არჩევნებში ერთად გამოხვიდეთ და თუ ასეა, ვისთან? 

– სიმართლე გითხრათ, დავიბენი. უკვე აღარ ვიცი, ვინ არის ეროვნული, ვინ კონსერვატორი, ვინ მემარჯვენე და ვინ – მემარცხენე. ადამიანები და პიროვნებები ძალიან ხშირად იცვლიან იდეოლოგიას და პოლიტიკურ  მრწამსს. დღეს ისეთ ადამიანებს ვხედავ „ნაცების“ გვერდით, ადრე ამას მართლა ვერ წარმოვიდგენდი. ეროვნულ ძალებად ვინც მოიაზრებიან, ჩემი მეგობრები, ყოფილი და ამჟამინდელი თანამებრძოლები არიან. მინდა ყველა პატრიოტულად მოაზროვნე ადამიანს მოვუწოდო, გვერდზე  გადადონ ამბიციები, ძველი წყენა  და იფიქრონ ერთიანობაზე. შესაძლოა, გაერთიანება არჩევნებამდე, შესაძლოა, უკვე პარლამენტშიც. ცხადია, ამაზე ვფიქრობთ, ვმუშაობთ და ამას გარკვეული დრო სჭირდება.

– ლევან ვასაძესთან  გაერთიანებაზე რას იტყვით? ეს შესაძლებელია? ამაზეც ითქვა, რომ მასთან ერთად აპირებთ არჩევნებში მონაწილეობას. ასეა?

– მე არავისთან საუბარი არ მქონია ამ თემაზე. არავის გადაწყვეტილებაში არ ვიჭრები, არც არავის არაფერს მივუთითებ. სიმართლე გითხრათ, ლიბერასტებისა და ურჯულოების გულის გასახარად, არჩევნების პერიოდში,  არც არავის გავაკრიტიკებ ეროვნული ძალებიდან. ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ყველამ ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს. ყველა ეროვნული ძალის, ლიდერის პოლიტიკაში მოსვლას მივესალმები, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა,  ამ ადამიანებს ჩვენთვის ცუდი ჰქონდეთ გაკეთებული, ცუდი  და ბევრი ტყუილი ჰქონდეთ ჩვენზე  ნათქვამი. ჩვენ არ ვართ ბოღმა  ადამიანები,  გულში არაფერს ვიდებთ. არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო მათი, ვინც ამ ქვეყნისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და იქნებ სიკეთეც მოუტანონ მას. ყველას წარმატებას ვუსურვებ, ერთად  იქნება თუ ცალ–ცალკე. ვისურვებდი, რომ ყველა ქრისტიანული, კონსერვატორული ძალა გაერთიანებულიყოს და ერთიანი ძალით შეგვეტიოს და დაგვემარცხებინოს ურჯულო ლიბერასტები.

ლევან ჯავახიშვილი, ალია №19

თეგები: სანდრო ბრეგაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
ზაფხული და ბლუზი ლაგოდეხში – თიბისის მხარდაჭერით მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი იწყება
ახალი ამბები

ზაფხული და ბლუზი ლაგოდეხში – თიბისის მხარდაჭერით მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი იწყება

13:44 06-27-2025
ტენე – „მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება
ახალი ამბები

ტენე – „მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება

11:35 06-27-2025
ხორვატიის შემდეგ გერმანია – საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს – თიბისი
ახალი ამბები

ხორვატიის შემდეგ გერმანია – საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს – თიბისი

18:38 06-26-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved