• რეკლამა
  • კონტაქტი
19:05, პარასკევი, 24 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გრიგოლ გეგელია: დღეს ვაშინგტონში ისტორია იწერება, მაგრამ ამ ისტორიის ნაწილი არ არის საქართველო

ალია ავტორი - ალია
16:35 08-07-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,578

“ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, დღეს, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო ხელშეკრულებას აწერენ ხელს, რომელიც ცვლის და გარდაქმნის მთელი რეგიონის პოლიტიკას, თუმცა ამის ნაწილი არ არის საქართველო.

მისი თქმით, ასეთ მნიშვნელოვან დროს, “ქართული ოცნება”, რომელსაც აღარ აქვს სტრატეგიული ურთიერთობები ვაშინგტონთან, თურქმენეთში იმყოფება და ზღვაზე გასასვლელის არ მქონე ქვეყნების კონფერენციაში იღებს მონაწილეობას.

დღეს ვაშინგტონში ისტორია იწერება, მაგრამ ამ ისტორიის ნაწილი არ არის საქართველო. პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით აზერბაიჯანი და სომხეთი ხელს აწერენ ისტორიულ სამშვიდობო ხელშეკრულებას, რაც ფუნდამენტურად ცვლის და გარდაქმნის მთელი რეგიონის პოლიტიკასა და რეგიონულ დინამიკას. სრულდება მრავალათწლეულიანი კონფლიქტი და იბადება ახალი ეკონომიკური და უსაფრთხოების არქიტექტურა, რასაც ექნება უდიდესი გავლენა მთელს ჩვენს რეგიონზე. მათ შორის საქართველოს გეოპოლიტიკურ ველზე და ფუნქციაზე ამ რეგიონის წიაღში. სად არის ამ დროს საქართველო? არსად.

დე ფაქტო ხელისუფლება, რომელსაც აღარ აქვს სტრატეგიული ურთიერთობები ვაშინგტონთან, რომელიც არ მიიწვიეს დანიაში გამართულ უმნიშვნელოვანეს ფორმატში, იმყოფებოდა თურქმენეთში, სადაც ზღვაზე გასასვლელის არ მქონე ქვეყნების კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას. უზღვო სახელმწიფოთა შეხვედრას არ ესწრებოდა არც აზერბაიჯანისა და არც სომხეთის პირველი პირები. ისინი ვაშინგტონში იმყოფებიან, სადაც რეგიონის ახალ ისტორიას ქმნიან. სამაგიეროდ, უზღვოო სახელმწიფოთა შეხვედრას ესწრებოდა იმ სახელმწიფოს დე ფაქტო პრემიერი, რომელსაც გააჩნია 310-კილომეტრიანი სანაპირო და რომლის ჰიმნშიც “ცისკრის ვარსკვლავი” სახელოვნად ბრწყინდება ორ ზღვას შუა. ასე კომიკურად გამოიყურება “ქართული ოცნების” განწირული მცდელობები აწარმოოს ე.წ. მულტივექტორული პოლიტიკა, რაც მას ისევე არ გამოსდის, როგორც არ გამოსდის მშვიდობისა ან კეთილდღეობის შექმნა.

“ქართულმა ოცნებამ” გაანადგურა სტრატეგიული ურთიერთობები აშშ-სთან, მოსპო ურთიერთობები ევროპული კავშირის სახელმწიფოებთან, მაგრამ არც იმის ნიჭი აღმოჩნდა, რომ საპირწონედ რამე შეეთავაზებინა ღარიბი ერისთვის, რომელიც ელის განვითარების პერსპექტივას.

დღეს ქართული ეროვნული ხელისუფლება ყველა იმ მაგიდასთან უნდა იჯდეს, სადაც წყდება ახალი მსოფლიოს ბედი და სადაც ყალიბდება ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა.

იზოლაციონისტი ხელისუფლება არ იმყოფება არც ერთ მაგიდასთან, არ აწარმოებს არც ერთ მოლაპარაკებას და არ ზრუნავს იმისთვის, რომ ყველა ქართველი მოქალაქის ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური უფლებები იყოს დაცული,” – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ. 

თეგები: გრიგოლ გეგელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა

17:45 04-24-2026
ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?
ახალი ამბები

ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?

17:14 04-24-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება

12:21 04-24-2026
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

13:18 04-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved