• რეკლამა
  • კონტაქტი
09:23, სამშაბათი, 3 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მუნიციპალური განვითარების ფონდი 5,5 მლნ ლარის პიკაპებს, ჯიპებს და მინივენებს ყიდულობს

ალია ავტორი - ალია
16:34 08-03-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
803

მუნიციპალური განვითარების ფონდი დაახლოებით 5,5 მლნ ლარის პიკაპებს, ჯიპებს და მინივენებს ყიდულობს. ამ მიზნით სახელმწიფო უწყებამ სამი ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ერთ-ერთი ტენდერის თანახმად, მუნიციპალური განვითარების ფონდი მზადაა 2 924 195 ლარი გადაიხადოს 31 პიკაპის შესაძენად. წინადადებების მიღება 28 აგვისტოს დაიწყება და 2 სექტემბერს დასრულდება.

მეორე ტენდერის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდი 29 ერთეული III კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის შესყიდვას 2 236 770 ლარად აპირებს. ამ შემთხვევაში წინადადებების მიღება 27 აგვისტოს დაიწყება და 1 სექტემბერს დასრულდება.

ორივე სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალებები განკუთვნილია სსიპ საქართველოს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და სსდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საჭიროებისთვის. ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2025 წლის გამოშვების, მარცხენასაჭიანი და ექსპლუატაციაში არმყოფი – გარბენი არაუმეტეს 200 კმ.

ამასთან, მესამე ტენდერის ფარგლებში ფონდი 354 530 ლარად ორ ერთეულ მინივენის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების ყიდვას გეგმავს.

ცნობისთვის, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის: ქალაქების ურბანული განახლება, ტურისტული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ინფრასტრუქტურის მოწყობა, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია, სტიქიის პრევენციის მიზნით, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის მყარი ეკონომიკური ბაზის შექმნა, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია, მიუსაფარი ცხოველებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, საბაგირო გზების მოწყობა, სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება, სახელმწიფო და კერძო სექტორის ინვესტიციების (PPI) მხარდამჭერი კომპონენტის გაძლიერება.

ფონდის დირექტორის პოზიციას 2025 აპრილიდან ბექა ურუშაძე იკავებს.

წყარო: bm.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს

15:58 11-02-2026
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა

15:37 11-02-2026
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით
ახალი ამბები

თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით

13:26 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved