• რეკლამა
  • კონტაქტი
10:29, ოთხშაბათი, 11 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სითბური გადახურება… ყველაზე მძიმე გართულება“ – რას გვირჩევს პედიატრი

ალია ავტორი - ალია
12:52 08-03-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
163

პედიატრი, ლალი ჯანაშია, მოსახლეობას მაღალ სიცხესთან დაკავშირებით რეკომენდაციებს უზიარებს: 

„მოგესალმებით და მინდა რამდენიმე რჩევა მოგცეთ გარემოში არსებული მაღალი ტემპერატურის ზეგავლენის პრევენციის და გართულებების თავიდან აცილების მიზნით!

გარდაუვალი აუცილებლობის გარდა თავი შეიკავეთ 11 საათიდან 19 საათამდე გარეთ ყოფნისგან!

არ დაუშვათ პატარების დახურულ სივრცეში დატოვება, განსაკუთრებით ავტომობილში, რომელშიც ტემპერატურა სწრაფად აღწევს 17-დან 49° C- მდე!

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ 1 წლის ასაკამდე ბავშვების შემთხვევაში, რომელთა თერმორეგულაციის ცენტრი უმწიფარია და პირდაპირ დამოკიდებულებაშია სხეულის ტემპერატურა გარემოს ტემპერატურასთან! ხშირად გადაავლეთ გრილი დუში, რადგან ოფლის ჭარბ გამოყოფას ახლავს კანის პასუხი ე.წ. ნაოფლის გამონაყარის სახით, რომელსაც ქავილი და დისკომფორტი ახლავს!
ჩააცვით ბავშვებს გრილი, ფართო და თხელი სამოსი, დამზადებული ნატურალური მასალისგან! მიეცით დიდი რაოდენობით სითხეები, ელექტროლიტებით მდიდარი მზა და მარტივად მოსამზადებელი ხსნარები!
შეძლებისდაგვარად უზრუნველყავით მოხუცების და ბავშვების ადგილსამყოფელი სავენტილაციო საშუალებებით!

გარეთ არ უნდა იყვნენ:

1.მცირე ასაკის და ხანდაზმული ადამიანები!
2. გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ფილტვის უკმარისობის მქონე და  ასევე ჭარბწონიანი ადამიანები!

ყველაზე მძიმე გართულებები:

1. გადახურებით გამოწვეული კუნთების სპაზმი(კრუნჩხვა)!

2.სითბური გამოფიტვა!

3.სითბური გადახურება(ყველაზე მძიმე გართულება)

არ შეიძინოთ ბურღულეული და მალფუჭებადი პროდუქტები ღია სივრცეებში, რომელშიც არ არის კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა!

მაცივარში ულუფებად დაფასოებული პროდუქტები შეინახეთ! დაუშვებელია გაყინული პროდუქტის გალღობის შემდეგ დარჩენილი ხორცპროდუქტების საყინულეში ჩაბრუნება!

თუ თქვენი ოჯახის წევრი დიდხანს დარჩა მაღალ ტემპერატურაზე და აღენიშნება ძლიერი სისუსტე, თავის და კუნთების ტკივილი, ცხელება, წნევის დაბალი ციფრები, ან ცხელება, რომელსაც არ ახლავს კატარალური მოვლენები, გადაიყვანეთ გადაუდებელი დახმარების დაწესებულებაში.

სიფრთხილისკენ მოწოდებასთან ერთად ჯანმრთელობას გისურვებთ!

‼️P.S. თუ რაიმე მნიშვნელოვანი გამომრჩა, ან კითხვები გაგიჩნდათ, ჩაშალეთ კომენტარების ველში, ან მომწერეთ პირადი შეტყობინების სახით”, – წერს ლალი ჯანაშია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
ახალი ამბები

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება

16:26 11-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved