• რეკლამა
  • კონტაქტი
17:56, სამშაბათი, 3 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ის, რაც თვალჭრელიძის ქუჩაზე ხდება, არც სახელმწიფოებრივია, არც ადამიანური!“ – მამუკა ხაზარაძე დევნილების გამოსახლებაზე

ალია ავტორი - ალია
21:15 07-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
484

,,ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე თვალჭრელიძის ქუჩიდან დევნილების გამოსახლებაზე:

,,ის, რაც თვალჭრელიძის ქუჩაზე ხდება, არც სახელმწიფოებრივია, არც ადამიანური!

მე პატივს ვცემ საკუთრების უფლებას და მის უპირობო დაცვას, თუმცა ბიზნესში არსებობს გაუთვალისწინებელი რისკები, ასეთი კი ბევრი შეიძლება იყოს დღევანდელ უსამართლო მოცემულობაში.

ერთ კონკრეტულ მაგალითს მოგიყვებით ჩემი გამოცდილებიდან. 2007 წელს აუქციონზე, რომელიც სახელმწიფომ გამოაცხადა, თბილისის ცენტრალური სადგურის მართვის 49-წლიანი უფლება მოვიპოვეთ. სანამ ხელშეკრულების გაფორმების ყველა პროცედურა დამთავრდა, აღმოვაჩინეთ, რომ იქ მყოფ დევნილებს, რომლებიც უბინაობის გამო ამ შენობას აფარებდნენ თავს, კიდევ უამრავი დამატებოდა. მდგომარეობა გასაგები იყო – ამ ოჯახებს არ ჰქონდათ არანაირი თავშესაფარი.

ჩვენმა კომპანიამ (GRDC), რომელშიც ბევრი ევროპელი ინვესტორიც გვყავდა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ხარჯით 100 ოჯახი ბინით დაგვეკმაყოფილებინა, რაც სრულად შევასრულეთ. ვინც შეთავაზებულ ბინაზე უარი განაცხადეს, ის ოჯახები შესაბამისი თანხით გავისტუმრეთ. ეს იყო ჩვენი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა – შეგვემსუბუქებინა ჩვენი თანამემამულეების გასაჭირი.

არავის ჭკუას არ ვასწავლი, უბრალოდ მგონია, რომ უპირველეს ყოვლისა ადამიანებად უნდა დავრჩეთ და უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი.

ჩვენი ქვეყნის და ყველა ხელისუფლების სირცხვილია, რომ 35 წლის შემდეგ ჩვენი დევნილები კიდევ უსახლკაროდ არიან!“

თეგები: მამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!

11:16 11-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved