• რეკლამა
  • კონტაქტი
14:56, კვირა, 26 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მაკრონი: საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში აღიარებს

ალია ავტორი - ალია
12:04 07-25-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
84

საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას აპირებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში ადასტურებს.

იგი ამბობს, რომ ამის შესახებ შესაბამის განცხადებას სექტემბერში, გაეროს გენერალური ანსაბლეის სხდომაზე გააკეთებს.

“ახლო აღმოსავლეთში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის ისტორიული ვალდებულების შესაბამისად, მე გადავწყვიტე, რომ საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს.

ამ საზეიმო განცხადებას გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე მომავალ სექტემბერში გავაკეთებ.

დღეს გადაუდებელი პრიორიტეტია ღაზაში ომის დასრულება და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის შვების მოტანა.

მშვიდობა შესაძლებელია”, – წერს მაკრონი.

ამავე განცხადებაში საფრანგეთის პრეზიდენტმა დასძინა, აუცილებელია ისრაელსა და ჰამასს შორის შეწყდეს ცეცხლი და ღაზას სექტორის მოსახლეობას საჭირო დახმარება მიეწოდოს.

იგი ამბობს, რომ “უნდა აშენდეს პალესტინის სახელმწიფო” და ხელი შეეწყოს მის სიცოცხლისუნარიანობას. ხოლო უნდა მოხდეს პალესტინის დემილიტარიზაცია და მან ისრაელის სახელმწიფოებრიობა უნდა აღიაროს.

“ჩვენ გვჭირდება ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა, ყველა მძევლის გათავისუფლება და ღაზას მოსახლეობისთვის მასიური ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. ჩვენ ასევე უნდა უზრუნველვყოთ ჰამასის დემილიტარიზაცია, ღაზას უსაფრთხოება და აღდგენა. და ბოლოს, უნდა ავაშენოთ პალესტინის სახელმწიფო, უზრუნველვყოთ მისი სიცოცხლისუნარიანობა და ის, რომ მისი დემილიტარიზაციითა და მის მიერ ისრაელის სრული აღიარებით, ხელს შეუწყობს რეგიონში ყველას უსაფრთხოებას.

ალტერნატივა არ არსებობს.

ფრანგ ხალხს სურს მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში. ჩვენი პასუხისმგებლობაა – როგორც საფრანგეთის მოქალაქეების, ებრაელებთან, პალესტინელებთან და ჩვენს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად – დავამტკიცოთ, რომ მშვიდობა შესაძლებელია.

პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტის მიერ ჩემს წინაშე აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით, მე მივწერე მას, რათა გამოვხატო ჩემი გადაწყვეტილება წინსვლის შესახებ”, – წერს მაკრონი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა

17:45 04-24-2026
ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?
ახალი ამბები

ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?

17:14 04-24-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება

12:21 04-24-2026
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

13:18 04-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved