• რეკლამა
  • კონტაქტი
17:05, პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვის ჯიბეში მიდის შენი ფული? – ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის ბიზნესპარტნიორმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 56 მლნ ლარი მიიღო

ალია ავტორი - ალია
20:48 07-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,030

2014-2024 წლებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სოფლის მეურნეობის პროგრამებიდან ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორის, ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიებმა 56 მლნ ლარი მიიღეს. ამავე დროს, კარიჭაშვილის კომპანიებმა და კომპანიების დირექტორებმა „ქართულ ოცნებას“ 783 ათასი ლარი შესწირეს. – ინფორმაციას ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს.

სოფლის მეურნეობის სუბსიდიები ვახტანგ კარიჭაშვილის 8 კომპანიამ მიიღო. ჯამურად მიღებული 56 მლნ ლარიდან, 25 მლნ ლარი მხოლოდ 2024 წელს მიიღეს. ყველაზე მეტი 10.8 მლნ ლარი შპს „ბოლერო ენდ კომპანის“ აქვს მიღებული. აქედან, 4.3 მლნ 2024 წელს მიიღო. შპს „ბოლერო ენდ კომპანის“ 2023 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს კომპანიას 10.2 მლნ ლარის წმინდა მოგება დარჩა.

2024 წელს სოფლის მეურნეობის პროგრამებიდან სულ 196 მლნ ლარის სუბსიდია გაიცა და ამ თანხის 13% მხოლოდ ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიებმა მიიღეს. ყველა ეს თანხა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებშია გაცემული.

2025 წლის 28 იანვარს ვახტანგ კარიჭაშვილმა რამდენიმე პირთან ერთად „საქართველო-რუსეთის ბიზნეს ასოციაცია“ დააფუძნა. ის უჩა მამაცაშვილთან ერთად ფლობს შპს „მელიქიშვილი ინნ“-ს, რომელმაც 2024 წლის 17 ოქტომბერს მელიქიშვილის გამზირზე სასტუმრო „აფიშა” გახსნა. სასტუმროს გახსნას ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე ესწრებოდნენ. 2023 წლის ნოემბერში ვახტანგ კარიჭაშვილი უკრაინის მთავრობამ რუსეთთან თანამშრომლობის გამო დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა. ვახტანგ კარიჭაშვილს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, საქართველოს და რუსეთის მოქალაქეა.

ვახტანგ კარიჭაშვილის ორი კომპანია – შპს „ბოლერო ენდ კომპანი“ და შპს „GVMT Group“ საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტიორ 10 უმსხვილეს კომპანიაში შედის.

ვახტანგ კარიჭაშვილმა „ქართულ ოცნებას“ პირველად 2016 წელს შესწირა თანხა 120 ათასი ლარი. შემოწირულობა შპს „ბოლერო ენდ კომპანის“ სახელით განახორციელა. 2018 წელს მისმა კიდევ ერთმა კომპანიამ, შპს „მილადა ინტერნეშინელმა“ შესწირა პარტიას 100 ათასი ლარი. სხვა დროს, „ქართულ ოცნებას“ თანხას მისი კომპანიების დირექტორები სწირავდნენ, ხუთმა დირექტორმა 563 ათასი ლარი შესწირეს 2017-2025 წლებში. აქედან ოთხმა, ირაკლი ბექაურმა (60 ათასი ლარი), დავით ბოჭორიშვილმა (40 ათასი ლარი), კახაბერ გაბეშიამ (30 ათასი ლარი) და გიორგი ბოლოთაურმა (10 ათასი ლარი), „ქართულ ოცნებას“ თანხა 2025 წელს შესწირეს. – წერს TI.

თეგები: საერთაშორისო გამჭვირვალობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved