• რეკლამა
  • კონტაქტი
00:17, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, (ევროკავშირის ელჩს) რა თქმა უნდა, გავაძევებდი“ – კალაძე

ალია ავტორი - ალია
15:07 07-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,329

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა:

“ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რასაც მაგალითად, ევროკავშირის ელჩისგან ვისმენთ; რასაც ვისმენდით არჩევნების პროცესში. არ ვიცი, როდის გააკეთა მსგავსი განცხადება და თუ მართლა გააკეთა, ქვეყნიდან გასაგდებია. ესეც, რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც საქართველოსთან მიმართებაში ვხედავთ. პიროვნულად მე მასთან საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ნორმალური ადამიანია, მაგრამ ევროკავშირის ელჩი თავის სტატუსს იყენებს და მავნებლობს. ცხადია, ის ასრულებს დავალებას – რასაც ეუბნებიან, იმას აჟღერებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კითხვაზე – ხომ არ დადგება საქართველოდან ევროკავშირის ელჩის გაწვევის საკითხი, თბილისის მერი პასუხობს:

“ეს ჩემი დამოკიდებულება და ხედვაა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, რა თქმა უნდა, გავაძევებდი, რადგან პირველ რიგში, პატივი უნდა სცენ ქართულ სახელმწიფოებრიობას. ევროკავშირის, ნებისმიერი ქვეყნის ელჩს არანაირი უფლება არ აქვს, ჩაერიოს ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში, ხელი შეუწყოს საზოგადოების დაპირისპირებას, პოლარიზაციას. მე ელჩთან, როგორც ადამიანთან რაიმე საპირისპირო კი არ მაქვს? მას აქვს სტატუსი, ის არის ევროკავშირის წარმომადგენელი და ოფიციალური პირი ქვეყანაში. კეთილი უნდა ინებოს და თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის განცხადებებისგან, რომლებიც გაჯერებულია ტყუილით, სიცრუით, ახალისებს ექსტრემიზმს, ბოროტებას და ყველაფერ უბედურებას, რაც ქვეყანაში ხდება”, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე განმარტებით, ხელისუფლების ცვლილება ქვეყანაში დაპირისპირებისა და სახელმწიფო გადატრიალების ხარჯზე ვერ მოხდება, რადგან ამისთვის არსებობს ცივილური გზა – არჩევნები.

“თუ ვინმეს ხელისუფლების ცვლილება უნდა, ეს გადატრიალების და რევოლუციების გზით არ და ვერ იქნება. არსებობს არჩევნები, ცივილიზებული ფორმა, როდესაც უნდა მიხვიდე, დააფიქსირო შენი აზრი, თუ ვინ გინდა და არჩევნების გზით მოხდეს ხელისუფლების გადაბარება. ევროკავშირის ბიუროკრატიას არ მოეწონა ის შედეგები, რომელიც დადგა 26 ოქტომბერს. ისინი დამარცხდნენ და ყველა გზას, მეთოდს იყენებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება, დაპირისპირება, პოლარიზაცია და ა.შ. რა უბედურებაც ხდება ქვეყანაში, ყველაფერი მოდის დასავლური ბიუროკრატიიდან, მათი დაფინანსებით, მხარდაჭერით, მათი ფინანსური შესაძლებლობებით”.

შეგახსენებთ, 18 ივლისს, ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნების და მიმდინარე კრიზისის მოგვარების ერთადერთი გზა, “რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგის უზრუნველყოფა არის”.

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას

14:28 09-09-2026
თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

12:24 09-09-2026
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved