• რეკლამა
  • კონტაქტი
06:33, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,დღეს თანამდებობის პირმა გვიმტკიცოს, რომ შავი თეთრია, ამიტომ მომინდა, ჩემი ძალიან პირადი შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ“ – რას წერს ლანა ღოღობერიძე?

ალია ავტორი - ალია
20:56 07-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,789

რეჟისორი ლანა ღოღობერიძე წერს:

„არსებობს ისეთი ჭეშმარიტებები, რომელთაც უბრალოდ წყალი არ გაუვა და ამიტომ უხერხულიც კია მათი დაცვა. მაგრამ რაკი დღეს ჩვენთან ყველაფერი ხდება და შეიძლება თანამდებობის პირმა უდრტვინველად გვიმტკიცოს, რომ შავი თეთრია, ამიტომ მომინდა ერთ აქტუალურ თემაზე ჩემი ძალიან პირადი შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ.

ჩემი ერთერთი პირველი შეხება ევროპასთან:
დეიდაჩემი – ქეთო ასათიანი, ემიგრანტი, მთელი ცხოვრება გაატარა პარიზში, როგორც „აპატრიდმა“, ანუ უსამშობლომ, რადგანაც სხვა ქართველ ემიგრანტთა მსგავსად, არ მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა, – როგორც ისინი თვითონ თვლიდნენ, ამგვარად ინარჩუნებდნენ კავშირს სამშობლოსთან. ჰოდა აი ამ აპატრიდს, უკვე ხანში შესულს, დაუდგინდა დიაგნოზი: ავთვისებიანი სიმსივნე. რა თქმა უნდა, უმკურნალეს, გაუკეთეს ოპერაცია, სახელმწიფოს ხარჯებით, ეს ყველაფერი ბუნებრივი იყო, მაგრამ  იყო სხვა რამ, რაც ვნახე საკუთარი თვალით და რამაც გამაოცა: ორჯერ კვირაში,ქიმიოთერაპიაზე წასასვლელად, მოდიოდა ლეკურბის ქუჩაზე ტაქსი და მიჰყავდა ჩემი დეიდა საავადმყოფოში და უკან. და კიდევ: იმ დღიდან და სიცოცხლის ბოლომდე, ქეთოს დაუნიშნეს დამხმარე ქალი, რომელიც, ასევე კვირაში ორჯერ, სახლსაც ალაგებდა და სხვა საქმეებსაც აკეთებდა.

და ამის ყველაფრის საფასურს იხდიდა სახელმწიფო!
ეს რაც შეეხება სახელმწიფოს ზრუნვას თავის თუნდაც „არამოქალაქეზე“, ემიგრანტზე.

და მეორე ფაქტი: როდესაც ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია პირველად, სტუმრის სტატუსით, ჩავიდა ევროსაბჭოში მის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, თვალში მოგვხვდა ასეთი ფაქტი: მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტისას უზარმაზარ გერმანიას და ერთიბეწო ანდორას (80 ათასი მაცხოვრებელი) თანაბარი უფლებები ჰქონდათ – თითო ხმა,- რეალური და არა მოჩვენებითი თანასწორობის მაჩვენებელი.

შედარებისთვის, ვისაც საბჭოთა კავშირში უცხოვრია, ალბათ ახსოვს ოფიციალურად აღიარებული „დიდი ძმა“ რუსეთი, რომელიც დანარჩენ, ვითომ დამოუკიდებელ რესპუბლიკებს უწყვეტდა ყველა პრობლემას.
კონკრეტულად ჩემი მაგალითით, მოსკოვის თანხმობის გარეშე ვერც ფილმის გადაღებას დაიწყებდი და ვერც მისი საბოლოო მიღება მოხდებოდა! რაც ნიშნავდა იმას, რომ საქართველოს, და ყველა სხვა რესპუბლიკას, არ ჰქონდა უფლება მონაწილეობა მიეღო საერთო -საკავშირო კი არა, საკუთარი საკითხების გადაწყვეტაშიც კი.

ვფიქრობ, რომ ეს, პირადი გამოცდილებიდან მოტანილი ორი მაგალითი, დიდი სურათის გამოხატულებაა. რაც უტყუარად ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი ისე ჰგავს საბჭოთა კავშირს, როგორც დღე ღამეს და ნათელი ბნელი“

თეგები: ლანა ღოღობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved