რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს – არის მსხვერპლი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის მერზე, გენადი ტრუხანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხანძრის შედეგად დამწვარია 9 სართულიანი შენობის სამი სართული. ხანძარი მაშველებმა მოხალისეებთან ერთად ჩააქრეს. ცეცხლმოკიდებული ბინებიდან 5 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, დილის მონაცემებით, დაღუპულია ერთი ქალი და დაშავებულია სამი სამოქალაქო პირი.
ტრუხანოვის ცნობით, რუსულმა ძალებმა ქალაქ ოდესაზე თავდასხმა 20-ზე მეტი დრონის გამოყენებით განახორციელეს, რის შედეგადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
კომენტარები