• რეკლამა
  • კონტაქტი
01:58, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტერორი, ბიზნესიდან წილის გამოძალვის მცდელობა – სკანდალი, რომელშიც “ოცნების” მაღალჩინოსნები, შსს და კრიმინალები მონაწილეობენ – რას ჰყვება გიორგი მუხიგულაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:24 09-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
150

სამოქალაქო აქტივისტი, ბიზნესმენი, გიორგი მუხიგულაშვილი, ჰყვება, რომ მას, ბიძინა ივანიშვილის სახელით, ავიწროვებდნენ თუ მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები, თუ შსს–ს თანამშრომლები და თუ კრიმინალები.

სკანდალური ამბავი ტერორის გასული წლის მაისში დაიწყო და პრაქტიკულად დღემდე გრძელდება.

გიორგი მუხიგულაშვილი:

შარშან, 2019 წლის მაისში, ქობულეთში შეხვედრა მთხოვა იმერეთის პოლიციის უფროსის. სულხან თამაზაშვილის ოჯახის წევრებმა ჯემალ თამაზაშვილმა. და გურამ თამაზაშვილმა.
შევხვდი, ცხადია და აღმოჩნდა, რომ თურმე, წილში რომ არ მყავს ჩასმული ბიზნესში არავინ მმართველი, „ქართული ოცნების“, გუნდიდან, – ეგ აწუხებთ. მე, ვინც, წინა ხელისუფლებას სწორედ მაგიტომ ვებრძოდი, რომ თავისუფალ გარემოში გვეკეთებინა საქმე ადამიანებს და კანონი ყველასთვის ყოფილიყო ერთი, მომთხოვეს წილი ბიზნესიდან. ცხადია, უარი ვუთხარი.
გურამ თამაზაშვილმა ჩამომითვალა რამდენიმე მეგობარი თუ ნაცნობი, რომლებიც დაკავებულები ჰყავდათ და მითხრა, რომ თუ არ მინდოდა, მეც მათსავით დავეჭირე და ციხეში „გაეცათ პასუხი“, მაშინ წილი უნდა მიმეცა. ამით მიმანიშნა, რომ ციხეში ფიზიკურად გამისწორდებოდნენ და მერე, სულაც, რომელიმე პატიმარს დააბრალებდნენ, როგორც ხდებოდა ხოლმე და როგორც ხდება დღესაც.
ამის შემდეგ, გურამ თამაზაშვილმა რამდენჯერმე გამიმეორა, რომ ბიძინა ივანიშვილი საქმის კურსშია და რომ ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ მე მას უნდა დავუთმო ბიზნესიდან წილი. გამორციხული იყო 1 პროცენტიც დამეთმო, 1 პროცენტს დაუთმობ, მოვლენ – 10 პროცენტისთვის და ერთ დღესაც, სულაც 70 პროცენტს მოგთხოვენ, ოღონდ ამჯერად, მართლა ვერ ეტყვი უარს, რადგან სუსს უკვე ექნება ჩანაწერები, რომ წლობით უხდიდი წილს ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანს და მის ოჯახს.
ჩემი უარის შემდეგ, ვიცოდი, რომ გარკვეული პრობლემები შემექმნებოდა, ვცდილობდი, მზად დავხვედროდი, მაგრამ იმას, რაც წილის არმიცემას მოჰყვა, მართლაც არ ველოდი, პოლიციელები და კრიმინალები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ჯერ ადგილობრივი კრიმინალები მოვიდნენ, ფულს, წილს ითხოვდნენ, დაახლოებით იგივე ოდენობით, შემდეგ მოვიდა პოლიცია, რომელმაც დამიწერა ოქმები, რომ, აი, ესა და ეს დარღვევები მაქვს, თურმე. აღიძრა სისხლის სამართლის საქმეც ამ ოქმებზე, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ოქმების გარდა არაფერი ჰქონდა პროკურატურას, არც ერთი სამხილი, საქმე მალევე დაიხურა. როგორც ჩანს, საქმის აღძვრა, ოქმები, პოლიციელთა მუდმივი ვიზიტი – წნეხისთვის და იძულებისთვის ჭირდებოდათ, რადგან ციხეში ჩაგდება და ფიზიკურად გასწორება, როგორც ჩანს, სულ ბოლო ნაბიჯი იყო, როცა იმედი გადაეწურებოდათ. კარგად იცოდნენ, რომ ციხიდან, მართლაც კაპიკს ვერ და არც მივცემდი.
პროკურატურამ საქმე დახურა, მტკიცებულებათა არარსებობის გამო და ისევ კრიმინალები გამოჩნდნენ, ისევ იგივეს ითხოვდნენ. პოლიციელთა და კრიმინალთა ასე მორიგეობით მოსვლა, ცხადია, აჩენდა სრულიად ლოგიკურ ეჭვს, რომ მოქმედებდნენ შეთანხმებულად. პოლიცია და კრიმინალი რომ შეთანხმებულად მოქმედებს, ამაზე საშინელი რა უნდა დაემართოს ქვეყანას?
აღმოჩნდა, რომ კიდევ მეტი სიბინძურეც შეიძლება მოიფიქრონ, გურამ თამაზაშვილმა, ადგილობრივმა, მასთან დაკავშირებულმა კრიმინალებმა თუ ჩინოვნიკებმა ჩემი გარდაცვლილი მეგობრის სახელი გამოიყენეს, ძველი თარიღით, წერილი მიიტანეს პროკურატურაში, თითქოსდა მისი დაწერილი, თითქოსდა ითხოვდა, ჩემს წინააღმდეგ გენერალური პროკურატურისგან საქმის აღძვრას.
ისევ დაიწყო ეს ჯადოსნური წრე, მივმართავ პოლიციას, მივმართავ პროკურატურას, გამოვალ, დამხვდებიან კრიმინალები. მივმართე მაშინდელ სახალხო დამცველსაც, თუმცა, ესეც უშედეგოდ დასრულდა.
ამ პირობებში, საქართველოში რამე სახის ბიზნესის კეთება, არის წარმოუდგენლად რთული, ცხადია, თუ შანტაჟს არ ემორჩილები და ხარკს, წილს არ იხდი. ბრძოლას ცალკე ძალები სჭირდება და ბიზნესს – ცალკე ძალები და თან, კრიმინალს და პოლიციას ერთად ებრძოლო, წარმოუდგენლად რთულია ზოგადად, ჩემს შემთხვვაში კი, სიცოცხლის დაკარგვის საფრთხის ტოლფასი იყო.

თეგები: გიორგი მუხიგულაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved