• რეკლამა
  • კონტაქტი
16:41, ორშაბათი, 27 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთის ფედერაციის არმიამ უკრაინის წინააღმდეგ ათასჯერ გამოიყენა ქიმიური იარაღი – კაია კალასი

ალია ავტორი - ალია
10:56 07-16-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
352

რუსეთის ფედერაციის არმიამ უკრაინის წინააღმდეგ ათასჯერ გამოიყენა ქიმიური იარაღი, ბოლო დროს კი მსგავსი თავდასხმები კიდევ უფრო გახშირდა.

როგორც Politico იუწყება, ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრის შემდეგ  ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა.

მისი თქმით,გერმანიისა და ნიდერლანდების დაზვერვის მონაცემების თანახმად, მასშტაბური ომის დაწყებიდან ოკუპანტებმა ქიმიური იარაღი სულ მცირე ცხრა ათასჯერ გამოიყენეს:

რადგანაც დაზვერვის სამსახურები ამბობენ, რომ ეს შემთხვევები მატულობს, ვფიქრობ, ეს დიდი, ძალიან დიდი შეშფოთების მიზეზია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ცდილობს, რაც შეიძლება დიდი ტკივილი და ტანჯვა მიაყენოს უკრაინას, რათა აიძულოს დანებება. და ეს ნამდვილად აუტანელია, – განაცხადა კალასმა. 

მსოფლიოს უმეტესი ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, შეუერთდა საერთაშორისო კონვენციას, რომელიც კრძალავს ქიმიური იარაღის გამოყენებას, წარმოებას, შემუშავებას და მარაგს. რუსეთის ფედერაცია იმ 65 სახელმწიფოს შორისაა, რომლებმაც ამ კონვენციას არამხოლოდ მოაწერეს ხელი, არამედ ოფიციალურადაც დაადასტურეს მისი რატიფიცირება.

წინა წლის ოქტომბერში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის სარდლობამ გამოაქვეყნა შემაძრწუნებელი სტატისტიკა: მაშინ უკვე ცნობილი იყო 4 ათასზე მეტი ქიმიური თავდასხმის შესახებ, რომელიც ოკუპანტებს განეხორციელებინათ.

საუბარია გაზის ხელყუმბარეებზე, ასევე სხვა საბრძოლო მასალებზე, რომლებიც შეიცავს უცნობი ტიპის საშიშ ქიმიურ ნაერთებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის საერთაშორისო აღიარება – ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

თიბისის საერთაშორისო აღიარება – ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

14:05 04-27-2026
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა

17:45 04-24-2026
ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?
ახალი ამბები

ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?

17:14 04-24-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება

12:21 04-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved