• რეკლამა
  • კონტაქტი
14:06, ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტრამპმა ზელენსკის ჰკითხა: “ვოლოდიმირ, შეგიძლიათ მოსკოვს დაარტყათ? სანქტ-პეტერბურგს?” – რას წერს მედია?

ალია ავტორი - ალია
14:06 07-15-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
323

Washington Post და Financial Times აშშ-ისა და უკრაინის ლიდერებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის რამდენიმე დღის წინ გამართული სატელეფონო საუბარის შესახებ დამატებით დეტალებს ავრცელებენ.

მათი ცნობით, პრეზიდენტებს შორის საუბარი ომთან დაკავშირებულ არაერთ საკითხს შეეხებოდა. ერთი რამ, რაც ამ დიალოგს წინებისგან განასხვავებდა ტრამპის პოზიციის ცვლილებაა.

გამოცემები თეთრ სახლში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ტრამპი, ახლა, რუსეთის მიმართ, უფრო აგრესიული მოქმედების მომხრეა, ანუ სურს, დაიწყოს “ესკალაცია დეესკალაციისთვის.”

როგორც წყარომ WP-ს განუცხადა, ტრამპმა ზელენსკის ჰკითხა: “ვოლოდიმირ, შეგიძლიათ მოსკოვს დაარტყათ? სანქტ-პეტერბურგს?”, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა, რომ უკრაინას ამის გაკეთება შეუძლია, თუ ვაშინგტონი მათ შესაბამის შეიარაღებას მიაწვდის. ამასთან, ტრამპმა დაამატა, რომ უკრაინამ ზეწოლა სწორედ ამ ორ ქალაქზე უნდა გააძლიეროს.

წყაროების თქმით, ტრამპის ამგვარი პოლიტიკის ძირითადი მიზანია, “რუსებს ტკივილი აგრძნობინოს” და დააბრუნოს მოსკოვი მოლაპარაკების მაგიდაზე.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

აშშ-ის თავდაცვისა და NATO-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შუამავლებთან შეხვედრის დროს, ზელენსკიმ მიიღო შორი რადიუსზე მოქმედი სისტემების სია, რომლებიც, შესაძლოა, უკრაინისთვის მესამე მხარის შუამავლობით გახდეს შესაძლებელი. ეს შეთანხმება ტრამპს საშუალებას მისცემს, ევროპელი მოკავშირეებისთვის იარაღის გაყიდვის ავტორიზაციის გზით, გვერდი აუაროს კონგრესის მიერ აშშ-ის პირდაპირი სამხედრო დახმარების ამჟამინდელ შეზღუდვას.

WP-ს წყარომ ასევე გაანდო, რომ არ არის გამორიცხული, დონალდ ტრამპმა კიევს დართოს ნება, გამოიყენოს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები. სავარაუდოდ საუბარია, უკრაინაში ამჟამად უკვე განლაგებულ ATACMS-ის ტიპის 18 რაკეტაზე, რომელთა რადიუსიც 300 კილომეტრია. მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი ამ რაკეტების რადიუსის მიღმაა, თუმცა მათი საშუალებით შესაძლებელი იქნება რუსეთის სიღრმეში მდებარე სამხედრო ბაზებზე, აეროდრომებსა და საწყობებზე იერიშის მიტანა. ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტიც, რომ პენტაგონის ოფციალური პირები თვეების განმავლობაში ემხრობოდნენ, ATACMS-ების გამოყენებით, რუსეთზე უფრო ღრმა დარტყმების განხორციელებას.

თეგები: დონალდ ტრამპივოლოდიმირ ზელენსკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
ახალი ამბები

AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები

13:17 06-10-2026
სილქნეტის “როუმინგ პასის” ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა!
ახალი ამბები

სილქნეტის “როუმინგ პასის” ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა!

12:07 06-10-2026
ევაკუატორი ბათუმში
ახალი ამბები

როგორ აარჩიო ევაკუატორი ბათუმში – ავარიული ევაკუაციის საკონტროლო სია

18:43 06-09-2026
თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
ახალი ამბები

თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა

17:57 06-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved