• რეკლამა
  • კონტაქტი
11:47, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ყველა ამ პუნქტში თან ვართ, მაგრამ თან გვაკლია” – რას წერს ელენე ხოშტარია?

ალია ავტორი - ალია
23:55 07-12-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
757

,,დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია:

,,ხალხი არის ძალაუფლების წყარო”

ეს ხშირად ან უბრალოდ ისტორიიდან ამოკითხული ფრაზა გვგონია, ან პოლიტიკური სადღეგრძელო.

მე კი დღეს მინდა ამ ფრაზიდან გამომდინარე გაგიზიაროთ ბრძოლის გზა და ოცნების დამარცხების ხედვა.

იმისთვის რომ ხელისუფლებამ იფუნქციონიროს, მას უნდა ქონდეს ლეგიტიმაცია, ანუ კანონს რომელსაც ის მიიღებს უნდა აღასრულებდეს, გადაწყვეტილებას რომელსაც მიიღებს ის უნდა აღსრულდებოდეს. ეხლა მთავრობამ რომ მიიღოს კანონი (ზურას დავესესხები) ყველამ კლოუნის ცხვირი მიიბით და ისე იაროთო, ხო ვერ აღასრულებს? ეს უტრირებული მაგალითია, მაგრამ ასახავს ძალაუფლების არსს, რომ მას ორი მხარე აქვს. თუ ლეგიტიმაცია არ გაქვს გიჭირს მთავრობას.

ჩვენი ბრძოლის გზა შესაბამისად ამ კონკრეტულ მომენტში არის მთავრობისთვის ლეგიტიმაციის გამოცლა. ესენი რევოლუციასაც იმსახურებენ და ყველაფერს, ის შეიძლება მოხდეს კიდეც, მაგრამ თუ ის არ ხდება ხომ არ ვნებდებით? არა, მათ ვაცლით ლეგიტიმაციას, რომ ვეღარ შეძლონ ფუნქციონირება.

თუ ხალხია ლეგიტიმაციის წყარო როგორ ვაცლით?

ვინაა ხალხი?

პოლიტიკურ სისტემაში ამას აქვს რამდენიმე ფორმა: 1. პოლიტიკური კლასი 2. საზოგადოება 3. მოქალაქე რა უნდა ქნას ამ სამმა ერთობლიობაში და ცალ- ცალკე, რომ გამოაცალოს ლეგიტიმაცია.

1.ართანამშრომლობა! – პოლიტიკურმა კლასმა უნდა თქვას არ გაღიარებ და არ გეთანამშრომლები. ამის პირველი მაგალითი იყო პარლამენტში არ შესვლა. აბა რატომ არ შევედით? დაგვეზარა? გავბრაზდით? არა ლეგიტიმაცია არ მივეცით საპარლამენტო განზომილებაში. მეორე კარგი მაგალითი ლეგიტიმაციის არ მიცემის არის კომისია. ზურას ციხეში უნდოდა გაქცევა, როცა იცოდა რომ დედა ავად არის? რა თქმა უნდა არა. ზურა მიხვდა, რომ ლეგიტიმაციის არ მიცემა ამ კომისიისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე ძვირფასი პირადიც კი გადადო. ასევე ნიკამ, ნიკამ, ირაკლიმ, გიორიმ, მამუკამ, ბადრიმ. ლეგიტიმაციის მოპოვების შემდეგი ხერხი მთავრობისთვის არის ადგილობრივი არჩევნები. პარლამენტში არ მოხვედით, კომისიაზე არ მოხვედით, აქ მაინც შემოგიყვანთ, რადგან ლეგიტიმაციის გარეშე მთავრობას უჭირს, გარეთაც და შიგნითაც. აქაც არ უნდა მივცეთ. ოღონდ მხოლოდ ართანამშრომლობა საკმარისია ლეგიტიმაციის ამოწურვისთვის? არა. ართანამშრომლობა აუცილებელია ლეგიტიმაციის ამოწურვის სხვა ხერხებისთვის? კი. ეხლა სხვა ხერხები

2. პროტესტი – ეს უკვე საზოგადოების და მოქალაქეების ჩართულობას ითვალისეინებს. პროტესტი ბევრი სახის არსებობს. დიდი აქცია, პატარა აქცი, ერთი კაცის აქცია…დემოკრატიულ სისტემაშიც არის პროტესტი. ოღონდ იქ არის გამიზნული რომ მთავრობას გააგონოს ხმა, რომ იმას შეეშინდეს მერე არჩევნებზე არ წავაგოო. აქ რომ არ აინტერესებთ ეგ ხომ ვიცით? ანუ რა ტიპის პროტესტი გვინდა? გვინდა პროტესტი, რომელიც ლეგიტიმაციას დაასუსტებს. ანუ არ მისცემს ნორმალიზაციის საშუალებას მთავრობას. ვერც ნაძვისხეს აანთებს, ვერც ქუჩაში გაივლის მშვიდად და პერიოდულად აჩვენებს რომ ბევრნი ვართ. რუსთაველის ეს უწყვეტობა ამიტომ არის მნიშვნელოვანი. რამდენადაც უწყვეტი და მასშტაბური იქნება პროტესტი, იმდენად ლეგიტიმაცია შესუსტდება. რამდენადაც ცხადად გვეცოდინება რისთვის ვაპროტესტებთ, იმდენად გვეყოფა ძალა. უწყვეტობა გვინდა? კი. მაშინ პერიოდულად უნდა დაისვენოს იმან ვინც რუსთაველზე გაწყდა. მასშტაბურობა გვინდა? კი. უნდა ვიფიქროთ რა ფორმებით მივაღწიოთ ამათ, კრეატიულით და პრაქტიკულით. პატარა პროტესტია, ნაკლებად ეცლებათ. დიდია მეტად. მთავარია არის.

3. დაუმორჩილებლობა. ნჯოებმა რომ რუსული კანონი არ მიიღეს რატომ არის ეს ძალიან მაგარი? დისკომფორტი შეექმნათ ნჯეობს დიდი, მაგრამ რატო არ ემორჩილებიან? აქაც იგივე ლოგიკაა, მიიღე რაც გინდა კანონი, მე არ გემორჩილები. შეგიძლია დღეს გეგონოს რომ დამჩაგრე, მაგრამ იმ კანონს მაინც არ აღვასრულებ. ცალკე აღებული ეს დაუმორჩილებლობა ამთავრებს ხელისუფლებას? არა. ლეგიტიმაციას უსუსტებ? კი.

4. საერთაშორისო დელეგიტიმაცია და იზოლაცია. თუ ყველა წინ 3 პირობა სრულდება, ზუსტად ამის პროპორციული საერთაშორისო იზოლაციის მასშტაბი. შენ თუ არ იბრძვი, გარეთ რატო გაწვალდენ? აქციაზე თუ გეზარება, იმას რატო არ უნდა დაეზაროს სანქციაზე მილიონი საათი მუშაობა? თუ ოპოზიცია დაიღალა და ამბობს არ გამომდის პროტესტი და ართანამშრომლობაო, იმან რატომ გაწყვიტოს თანამშრომლობ? ანუ სამივე წინა პუნქტზეა დამოკიდებული ეს უდიდესი ბერკეტი. ტრამპი ერთი მოტრიალდება და ეყოფა ამათ, ოღონდ უნდა მოატრიალო. შენ თვითონ თუ არ გჯერა იმას როგორ უნდა დააჯერო.

ეს ოთხივე პუნქტი – პოლიტიკური კლასის ართანამშრომლობა, პროტესტი, დაუმორჩილებლობა და საესრთაშორისო იზოლაცია – აქამდევ მეტ-ნაკლებად გვქონდა. ამიტომაც უჭირს ხელისუფლებას. სრულყოფილად გვქონდა? არა. მაგრამ გვქონდა. პოლიტიკური კლასი თუ 100 პროცენტით არ ითანამშრომლებს, წინააღმდეგობა და დაუმორჩილებლობა იქნება მასშტაბური და გარე ზეწოლა მაქსიმალური – დამთავრებული რეჟიმი. ყველა ამ პუნქტში თან ვართ, მაგრამ თან გვაკლია.

ამიტომ სტრატეგიაც ეს არის, გავიაზროთ, რომ ამ გზით დავამარცხებთ და მშვიდად, რაციონალურად, გაააზრებულად გავაგრძელოთ და გავაუმჯობესოთ ბრძოლა.

ამ ყველაფერში ლელო რაში ცდება ცალკე წერაც კი არ მიღირს. თავად ამოიკითხავთ და არც წამყვანი საკითხია.”

თეგები: ელენე ხოშტარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved