დღეს საღამოს 19:00 საათზე ზუგდიდში სინდისის პატიმარ, საბა ჯიქიას მხარდამჭერი მარში გაიმართება, 19 წლის აქტივისტის, რომელსაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმაა ოთხი წლით და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ზუგდიდში ელოდებიან ყველას, ვინც ფიქრობს, რომ ახალგაზრდა აქტივისტი უკანონოდ დასაჯეს, და ციხეში მხოლოდ იმის გამო დაატყვევეს, რომ იცავდა ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამ წუთებში საბა ჯიქიას მხარდამჭერები და სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები თბილისის რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან და ცოტა ხანში ზუგდიდისკენ დაიძრებიან.
პარალელურად ყურადღების ცენტრშია გურჯაანიც, სადაც ამ წუთებში, სინდისის პატიმრების მშობლები გაზეთებს ,,თავისუფლების ხმა ციხიდან” დარიგებას იწყებენ.
ეს არის ევროპული აქციების დროს დაკავებული მომიტინგეების და მათი ნათესავების წერილები, კრებული, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია სინდისისს პატიმრების განცდების, ციხის საკანში გატარებული დღეებისა და საერთო ბრძოლის შესახებ მათი მოსაზრებები.
კომენტარები