• რეკლამა
  • კონტაქტი
03:39, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ალია ავტორი - ალია
10:39 07-08-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,048

ვერძი

ეცადეთ, სუფთა ჰაერზე, სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში მეტი დრო გაატაროთ. წინ სავარაუდოდ, ახალი ჰორიზონტები და უჩვეულო პერსპექტივები გელით. ამ დღეს შეგიძლიათ თვალსაწიერი გაიფართოოთ და პროფესიული განვითარების ახალ საფეხურს მიაღწიოთ.

კურო

არაკეთილგანწყობილი ადამიანების მცდელობის მიუხედავად, ეცადეთ, უარყოფით ემოციებს არ აჰყვეთ. შეიძლება საინტერესო, პერსპექტიული პროექტები შემოგთავაზონ, რაც დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. ეს დღე იდეალურია სპორტისა და ფიზიკური აქტივობისთვის.

ტყუპები

დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად ზედმეტი პრინციპულობა და სიჯიუტე არ გამოგადგებათ — უმჯობესია უფრო მშვიდი და მოქნილი ტაქტიკა აირჩიოთ. ახალი ნაცნობობა საინტერესო იქნება და დიდხანს გაგრძელდება.

კირჩხიბი

პროფესიულ სფეროში თქვენგან მაქსიმალური ძალისხმევას და შემოქმედებით აზროვნებას ელიან და ეცადეთ კოლეგებს იმედი არ გაუცრუოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღის მეორე ნახევარში იმპულსურად მოქმედებას მოერიდოთ და საკუთარი სიტყვები და მოქმედებები აკონტროლოთ.

ლომი

გამორიცხული არ არის, რომ საქმიანი პარტნიორების მხრიდან მოტყუებას შეეჯახოთ, ამიტომ საქმიანი ქაღალდები ყურადღებით გადაამოწმეთ. თავიდან აიცილეთ ნებისმიერი რისკი, ერიდეთ მასობრივ ღონისძიებებსა და ხალხმრავალ ადგილებს. საღამო სჯობს განმარტოებით გაატაროთ.

ქალწული

დღის მეორე ნახევარში ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებული ნერვიულობა გელით. როგორც ყოველთვის, ბუზისგან სპილოს ქმნით და სინამდვილეში სანერვიულო არაფერია. თუ სამსახურში არსებული პრობლემები არ მოაგვარეთ, ცუდი განწყობა მთელი დღის მანძილზე გაგყვებათ.

სასწორი

ამ დღეს სამსახურში ყველა წესი და შეთანხმება უნდა დაიცვათ და ექსპერიმენტების ჩატარებას მოერიდოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ნუ იჩქარებთ – ჯერ ამის დრო არ მოსულა.

მორიელი

თქვენმა თავდაჯერებამ შეიძლება ახლობლების პროტესტი გამოიწვიოს, მაგრამ ეცადეთ ნებისმიერ კამათში კომპრომისი გამონახოთ. ცხოვრებაში ხშირად გვხვდება არასტანდარტული სიტუაციები, რომლებიც მხოლოდ მოლაპარაკებით გვარდება.

მშვილდოსანი

ხანდაზმულ მშვილდოსნებში მოსალოდნელია თავის ტკივილი და წნევის აწევა, ამიტომ ეცადეთ, როგორც ემოციურ, ისე ფიზიკურ გადაღლას თავი აარიდოთ. ამ დღეს წესები არ უნდა დაარღვიოთ და რჩევები უნდა გაითვალისწინოთ.

თხის რქა

გამოიყენეთ ეს დღე ფიქრისა და ანალიზისთვის — აწონ-დაწონეთ ყველაფერი და ახალი ინფორმაცია შეაგროვეთ. სასურველია, რომ რჩევისთვის თქვენზე უფროს და გამოცდილ ადამიანებს მიმართოთ. ეცადეთ, თქვენი უნარები სასარგებლო კავშირების დასამყარებლად და ახალი თანამოაზრეების საპოვნელად გამოიყენოთ

მერწყული

არსებობს დამატებითი შემოსავლის წყაროების გაჩენის შანსი. მარტოხელებს ბედი გადამწყვეტ შეხვედრას უმზადებს. ეცადეთ, ეს დღე სულიერ და ზნეობრივ განვითარებას დაუთმოთ. აქტიური მოქმედებები არასასურველია. დაფიქრდით საკუთარ ცხოვრებაზე და ჩაუღრმავდით თქვენს შინაგან სამყაროს.

თევზები

შთაგონება თქვენი ერთგული თანამგზავრი იქნება, ვარსკვლავების მხარდაჭერით კი შეგიძლიათ საოცნებო შედეგებს მიაღწიოთ. მათ, ვინც ხელმძღვანელ პოზიციებზეა, რთული არჩევანის გაკეთება მოუწევთ. სიმტკიცე გამოიჩინეთ, თუნდაც გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყოს. მეგობრებთან შეხვედრა და გულწრფელი საუბარი სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ და ენერგიით აგავსებთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved