მარკეტერი, იაკობ ჯანგავიძე სოციალურ ქსელში წერს:
“სრული მობილიზება აქვს ოცნების პროპაგანდას რიჟვაძის თემაზე.
არ უნდათ ეს თემა შეეტენოთ.
ბიძინას პარტნიორი ბიზნესმენი დაიჭირეს, ვისთან სახლშიც რიჟვაძე იყო,
ახლა რიჟვაძის წერილი გამოდეს, რომელიც თურმე თვითმკვლელობამდე დაუწერია და სადაც დახმარებას სთხოვს ბიძინას და კობახიძეს (რამხელა ტყუილია),
ახლა სრული საგიჟეთი ტრიალებს შიგნით.
გუშინ ამერიკის ელჩმა თქვა, ტრამპს მუქარის წერილი გაუგზავნესო.
ყველგან არეულობაა. ყველგან კრიზისია.
ქოცებო, თქვენც გრძნობთ ამ არეულობას და კრიზისს. თავს იტყუებთ უკვე 7 თვეა, რომ ყველაფერი დალაგდება.
არ ლაგდება. ვერ ალაგებს ბიძინა. მეც მჯეროდა წლების წინ, რომ “ყველაფერს დაალაგებდა”.
მშვიდობა, სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება ამ ქვეყანას, როცა ქვეყნის გარეთ ამდენი ძვრებია.
და აღარაა ეს კაცი ამის გარანტი.
თქვენც იცით ეს, უბრალოდ არ გინდათ დაიჯეროთ.
შეცდით. არაუშავს. უბრალოდ, აღიარეთ ეს,
და ცვლილებებს დაეხმარეთ.”
კომენტარები