შუაღამით, გლდანის ციხესთან ადამიანის უფლებადამცველები, აქტივისტები და სინდისის სხვა პატიმრების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ, რათა დაბადების დღე მიელოცათ სინდისის პატიმარ გიორგი მინდაძისთვის.
შეკრებილებმა ციხესთან მაშხალები აანთეს და მილოცვები გაუგზავნეს მინდაძეს, რომელმაც საპასუხოდ თავის საკანში სანთელი აანთო და მადლიერება ამ ფორმთ გამოხატა.
გიორგი მინდაძეს საპატიმროში 22 წელი შეუსრულდა. აქციის მონაწილეების თქმით, გუშინდელი ღამე იყო არა მხოლოდ მილოცვა, არამედ სიმბოლური აქტი თავისუფლებისა და მორალური მხარდაჭერის.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის პატიმარი, 21 წლის სტუდენტი, გიორგი მინდაძე დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კომენტარები