• რეკლამა
  • კონტაქტი
17:32, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამიტომ მაქვს ყბა მოგლეჯილი და ვჩხუბობ…“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:33 07-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,766

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

„როგორ ჩამოვაგდოთ რეჟიმი! ( შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili – გესმის იმანო?)
ოთხი ოქროს წესის დაცვა გვჭირდება იმისთვის, რომ სტატუს კვო შევცვალოთ!
(1) მიღწევების დაფასება – პროცესის დინამიკის სწორი ხედვა და (არც გადაჭარბება, არც გაუფასურება) ბრძოლის შედეგის დანახვა, ბრძოლის სტიმულის მიმცემია:
ჩვენ გვჭირდება სწორად დავინახოთ და დავაფასოთ ის, რომ რეჟიმი სუსტდება, ივანიშვილისთვის სანდო ადამიანების წრე ვიწროვდება, ყველა მდიდარი ქოცი ღელავს, რომ ბაჩიაშვილივით და მიქაუტაძესავით მოექცევიან – ვისაც ჭკუა აქვს, ყველა ხვდება რომ ასე ვერ გაგრძელდება და ბიძინა თუ დასავლეთთან ვერ დალაგდა და ფულის კარგვა განაგრძო, მათი სტატუს კვო ვერ შენარჩუნდება.
ამ ეტაპისთვის ივანიშვილის მდგომარეობა უიმედოა – ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ის იზოლირებულია, იმ დასუსტებული რუსეთის იმედადაა რომელსაც ირანში ამერიკის ძალის გამოყენებით გულმიცემული აზერბაიჯანი და სომხეთი წიხლებს ურტყამენ.
რეჟიმის იზოლაცია ხალხის თვალში მისი სისუსტეა – ადამიანი ბუნებრივადაა მიდრეკილი იქ, სადაც სიმრავლეს და ძალას ხედავს.
ვინც მარტოა, იმასთან არ უნდა – რეჟიმი მარტოა, რუსეთის ანაბარად.
(2) თანმიმდევრულობა – ამბავი, რომელსაც ვყვებით უნდა იყოს სამხედრო მარშივით მწყობრი!
სტატუს კვოს (ანუ არსებულ რეალობას) ბუნებრივი უპირატესობა აქვს ადამიანის რისკმოშიში ბუნებიდან გამომდინარე, არა იმიტომ რომ ბიძინა მოსწონთ, არამედ იმიტომ რომ მისი დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს (მის კვერცხშია საქმე და არა ბიძინაში).
ეს ევოლუციური თვისებაა და ეს კი არ უნდა გვეწყინოს, არამედ უნდა ვიმუშავოთ, რომ ამ ადამიანებს კალუკლაცია ავუყირავოთ – დღევანდელი კვერცხი რომ ლაყდება, ეს უნდა დაინახოს და თავს უშველოს ცვლილებით.
როგორ შეიძლება სტატუს კვო მიკერძოების, ანუ ამ ადამიანის ევოლუციური თვისების მორევა? – რომ არ შეიძლებოდეს, ვერც ცვლილებები მოხდებოდა ვერსად, ვერასდროს და კაცობრიობა ვერ განვითარდებოდა – სტატუს კვოში ჩარჩებოდა.
ერთადერთი იარაღი არსებობს მოწინააღმდეგის ამხელა უპირატესობის წინაშე – თანმიმდევრულობა!
ანუ ამბავი, რასაც ვყვებით, უნდა იყოს ზედმიწევნით ლოგიკური და გასაგები – ეჭვებს არ უნდა აჩენდეს, ყოყმანს არ უნდა ასხივებდეს – ესაა ერთადერთი ძალა რომელიც პატივისცემას დაიმსახურებს და რისკმოშიშები დაეყრდნობიან.
ანუ გუშინ რომ ყვიროდი 400 ათასი ხმით გამიყალბეს არჩევნები, სისტემას ნახევარმილიონიანი თაღლითობა შეუძლიაო და დღეს არჩევნებში „თბილისს გლეჯ“ – კომიკური ხარ, პატივისცემას ვერ დაიმსახურებ – ისინი მოგელაქუცებიან, ვინც შენგან მატერიალურ გამორჩენას ელოდება, მაგრამ მატერიალურად სულ ბიძინა დაგაჩმორებს და მისი ბოროტი ცირკის კლოუნად გაქცევს.
(3) მოქნილება – არა პრინციპების მოქნილება, ან ფაქტების მორგება, არამედ სიტუაციის მიმართ მოქნილება!
სიტუაციის კონტროლი ჩვენ არ გვაქვს, შეიძლება დაგვასახიჩრონ და ლოგინად ჩაგვაგდონ, შეიძლება დაგვიჭირონ და იზოლაციაში მოგვაქციონ, შეიძლება ჩვენივე ბანაკიდან ვინმემ ჩაიჯვას (ამას ვუყურებთ ახლა ლელოს სახით) – ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ვითარების მიმართ მოქნილები ვიყოთ და ასეთმა დარტყმებმა, ბრძოლის ხაზი და დისციპლინა არ აგვირიოს – მიუხედავად იმისა, რას გვიზამს ბიძინა, ჩვენსას უნდა მივაწვეთ იმისთვის, რომ ფინიშის ხაზზე მივასწროთ.
გვახსოვდეს, რომ კრიზისი პოლიტიკურ ლიდერებს არ შეგვიქმნია – ბიძინა ივანიშვილმა შექმნა და ხალხმა ირეაგირა. ჩვენი დაჭერა ამ კრიზისს ვერ განმუხტავს და ვინც გარეთაა, ის არ უნდა მიეცეს სასოწარკვეთას, სირბილი გააგრძელოს – მიასწრებს!
(4) იდენტიფიკაცია
იმისთვის, რომ „დღევანდელი კვერცხის და ხვალინდელი ქათმის“ კალკულაცია შეიცვალოს, რისკმოშიში ადამიანები უნდა გენდონ!
ნდობისთვის, აუცილებელია რომ შენთან იდენტიფიცირებას ახდენდეს.
იმისთვის, რომ შენთან იდენტიფიცირება მოახდინოს – შენ ადგილზე გჭირდება შენი შეხედულებების ხალხი, რომელიც მათნაირია და ნდობას აღძრავს.
მაგრამ ამაზე მთავარი ისაა, რომ შენ იმ პრობლემებზე ესაუბრო, რომელთანაც ის იდენტიფიცირებას ახდენს.
ამიტომ მაქვს ყბა მოგლეჯილი და ვჩხუბობ იმაზე, რომ ჩვენ ხალხის ყოველდღიურ პრობლემებზე საუბარი და კამათი გვჭირდება, მათთვის ძვირფასზე საუბარი გვჭირდება, რომ ჩვენთან იდენტიფიკაცია შეძლოს.
ამიტომ მთელი ეს „რა დროს პროგრამებია, ქვეყანა იღუპება“ თვითდესტრუქციული სიგიჟეა. თუ მოქალაქეებს თავის პრობლემებზე არ ესაუბრები, ის შენთან თავს ვერ იდენტიფიციფრებს – რამდენი წრეც არ უნდა დაარტყა მუსტანგით.
—–
ამხელა თხზულება მე კი დავწერე, მაგრამ ეს ჩემი მოფიქრებული არაა – მეცნიერების მოფიქრებულია (შემიძლია წყაროებზე მიგითითოთ, ეში, მოსკოვიჩი, სტატუს კვო მიკერძოება, უმრავლესობის გავლენა, უმცირესობის გავლენა – ესენი დაგუგლეთ).
დამიჯერეთ, რომ ეს წესები მუშაობს.
რომ არ მუშაობდეს – ცოცხალიც არ ვიქნებოდი, ვიღაც მიმასიკვდილებდა.“
თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved