• რეკლამა
  • კონტაქტი
08:14, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

5 გრამზე მეტი მარიხუანის შეძენა-შენახვაზე 6 წლამდე პატიმრობა დაგეკისრებათ – „ოცნებამ“ ნარკოპოლიტიკა გაამკაცრა

ალია ავტორი - ალია
15:09 07-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

5 გრამზე მეტი მარიხუანის შეძენა-შენახვაზე 6 წლამდე პატიმრობა დაგეკისრებათ, ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებს და ფსიქოტროპულების იმპორტს მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს – „ოცნებამ“ ნარკოპოლიტიკა გაამკაცრა.

დღეს, 2 ივლისს ცვლილებები დაჩქარებული წესით, მეორე და მესამე მოსმენით მიიღეს. მესამე მოსმენაზე კანონპროექტს მხარი ივანიშვილის 82-მა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

ცვლილებებით, გამკაცრებული ნორმები შეეხება მცენარე კანაფის მოყვანასა და კულტივაციასაც. კერძოდ, 155 გრამამდე მცენარე კანაფის მოყვანისთვის განისაზღვრება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან შინაპატიმრობა.

ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 400 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 6 წლამდე. მკაცრდება სასჯელი კანაფის თესლის გაყიდვისთვისაც.

ახალი კანონით მიხედვით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა საბითუმო რეალიზაციის და ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტის უფლება მხოლოდ შესაბამისი ნებართვის მქონე იმ იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფუძნებულია სახელმწიფოს ან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული/სახელმწიფოს მართვაში მყოფი იურიდიული პირის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტის განხორციელების უფლება მიანიჭოს სხვა იურიდიულ პირს.

კანონით, ასევე განსაზღვრულია, რომ ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელენბაც მხოლოდ მთავრობის უფლებამოსილება გახდება, ხოლო კერძო სუბიექტებს ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება სრულად ეკრძალებათ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved