რუსული სააგენტო tass-ის ცნობით, რუსული კომპანია Sitronics Electro (Sitronics Group-ის შემადგენლობაშია) გეგმავს ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების ექსპორტს საქართველოსა და ყირგიზეთში. ამის შესახებ სააგენტო ТАСС-თან ინტერვიუში განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი გურლენოვმა.
გარდა ამისა, კომპანიის ინფორმაციით, პირველი სადგურები უკვე მიწოდებულია სომხეთში.
„ჩვენ გვაქვს ექსპორტზე გასვლის გეგმები. უკვე გავაგზავნეთ პირველი ეგზემპლარები სომხეთში, ვმუშაობთ პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართულებით. გვყავს პარტნიორები საქართველოში, ყირგიზეთში და ვემზადებით ამ ქვეყნებში სადგურების მიწოდებისთვის,“ — თქვა გურლენოვმა.
მისივე განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ რუსული დამტენი სადგურები ჩინურზე ძვირია, ისინის სთავაზობენ ქვეყნებს “მაღალი სიმძლავრის კომპლექსურ გადაწყვეტებს, რაც აადვილებს საზღვარგარეთ ბაზარზე გასვლას”.
კომენტარები