20:42 / 01-07-2025
მორიგი დაპირისპირება: დონალდ ტრამპი ილონ მასკს დეპორტაციით დაემუქრა
პრეზიდენ დონალდ ტრამპსა და მის ყოფილ მრჩეველ ელონ მასკს შორის კონფლიქტი სულ უფრო მწვავე ფაზაში შედის, სოციალური მედიით მორიგ ჯერზე დაპირისპირების შემდეგ ტრამპი მასკს თავის სამშობლოში, სამხრეთ აფრიკაში დაბრუნებით დაემუქრა.
“არ ვიცი… უნდა დავაკვირდეთ,“ – განუცხადა ტრამპმა მედიის წარმომადგენლებს სამშაბათს, მას შემდეგ, რაც მასკის დეპორტაციაზე შეკითხვა დაუსვეს, “შეიძლება მასთან DOGE – ის გაგზავნაც კი მოგვიწიოს ( Department of Government Efficiency – მასკის თაოსნობით შექმნილი დეპარტამენტი – რედ.) იცით, რა არის DOGE? – ურჩხულია, რომელსაც შეუძლია ილონიც კი შეჭამოს“, – დასძინა მან.
აშშ – ს მოქმედ პრეზიდენტსა და პლანეტის უმდიდრესი ადამიანის შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მასკი ტრამპის “დიდი და მშვენიერ კანონპროექტის“ (საგადასახადო შეღავათებისა და ხარჯვითი კანონმდებლობის შესახებ) ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ კრიტიკოსად გადაიქცა.
სამხრეთ აფრიკაში დაბადებული ილონ მასკის სიტყვებით, ამ კანონპროექტს იმ მიზეზით აკრიტიკებს, რომ ის ამცირებს ელექტრომობილების სუბსიდიებს და ამავდროულად ზრდის ბიუჯეტის დეფიციტსაც. მილიარდერი დაიმუქრა, რომ თუკი ეს კანონპროექტი დამტკიცდებოდა, იგი იმავე დღეს ახალ პოლიტიკურ პარტია “America Party“- ის შექმნიდა, რომელიც პირველ რიგში ისევ რესპუბლიკელთა ძალაუფლებას შეარყევდა.
ტრამპმა მასკის კრიტიკა უარყო და გააფრთხილა, რომ მას ელექტრომობილების სუბსიდიებზე ბევრად მეტის დაკარგვა შეეძლო.
“არავის უნდა ელექტრომობილი. მე არ მინდა ელექტრომობილი”, – თქვა ტრამპმა, თუმცა ყველას კარგად ახსოვს, როგორ აქცია თეთრი სახლის სამხრეთ ეზო Tesla-ს დროებით შოურუმად 2024 წელს.
ილონ მასკი ტრამპის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი დონორი იყო და თითქმის 300 მილიონი დოლარი შესწირა მის მეორე ვადით არჩევას. გამარჯვების შემდეგ კი სახელმწიფო ეფექტიანობის დეპარტამენტის ჩაუდგა სათავეში, ორ მოკავშირეს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც მილიარდერმა სახელმწიფო მოხელის პოსტი დატოვა და კერძო სექტორში დაბრუნდა. უმაღლეს წერტილს კი მაშინ მიაღწია, როდესაც Tesla-ს მფლობელი ღიად შეეწინააღმდეგა მთავრობის მიერ ელექტრომობილების წარმოებაზე სუბსიდირების შეკვეცას.
“თუ ეს შეშლილი ხარჯვითი კანონპროექტი გავა, მეორე დღესვე შეიქმნება “ამერიკული პარტია… ჩვენს ქვეყანას სჭირდება ალტერნატივა დემოკრატიულ-რესპუბლიკური ერთპარტიული სისტემის ნაცვლად, რათა ხალხს რეალურად ჰქონდეს ხმა. მათი ჩამოშორება მაინც მოხდება, თუ გინდ უკანასკნელი რამ იყოს, რასაც ამ მიწაზე გავაკეთებ, – დაწერა მასკმა X-ზე.
კომენტარები