• რეკლამა
  • კონტაქტი
16:41, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,სიყვარულის ახსნის დროსაც, სექსის დროსაც მუხლებზე ფიქრობენ, რომელიღაც კოდექსის მუხლებზე” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
13:59 07-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,303

,,კავკასიური სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე:

,,გუშინ ქუჩაში მივდიოდი და ვფიქრობდი ჩვენს კიდევ ერთ უბედურებაზე. მმართველობის თვალსაზრისით, მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმის დამყარება არ არის ჩვენი თავსატეხი.

ირაკლი კობახიძემ ნელ-ნელა თავისი მარგინალური სექტა მოიყვანა ხელისუფლების სათავეში. ყველაგან და ყველა თანამდებობაზე ერთმანეთის მსგავსი, შეზღუდული აზროვნების მქონე, დახშული თვალსაწიერით გამორჩეული იურისტები ინიშნებიან:

ჯანდაცვის მინისტრი იურისტი
განათლების მინისტრი იურისტი
საგარეო საქმეთა მინისტრი იურისტი
სპორტის მინისტრი იურისტი
პრემიერ-მინისტრი იურისტი

პარლამენტი და მთავრობის ადმინისტრაცია სავსეა მამუკა მდინარაძის (მერაბიშვილის ოჯახის ადვოკატის) საადვოკატო ბიუროში ნამსახურები ყავის მომდუღებლებითა და მექსეროქსეებით
…

მალე ვილი სანიოლს გაუშვებენ და მის ნაცვლად შალიკო ჯამტლეკიაშვილის იურიდიული ტაძრის მსახურს დანიშნავენ.

რა ნიშნები აქვთ ამ იურიდიული, მარგინალური სექტის წარმომადგენლებს?

არიან საგნობრივი იდიოტები. იციან მხოლოდ თავიანთი უუუუუუუუუვიწროვესი სპეციალიზაციის ყველაზე ტექნიკური დეტალები.
ჰგონიათ, რომ პოლიტიკა, საზოგადოება, ეკონომიკა, აზროვნება მათ მიერ დაზუთხული კოდექსებით იმართება, ვერ აცნობიერებენ, რომ ზედნაშენი არიან.
ეს ტექნიკური, აზრისა და ღირებულებებისგან დაცლილი ცოდნა მათი უსაზღვრო ამპარტავნების საფუძველია.
გამოარჩევთ “ზუბრიაჩკობა”, არ აქვთ ფანტაზია, არ შეუძლიათ მრავალმხრივი აზროვნება.
არასდროს გამოუჩენიათ სიმამაცე, ყოველთვის ძალაუფლების მხარეს იყვენენ, ყოველთვის დუმდნენ, მეზობლებიც არ იცნობდნენ, ნაყინი ეწუწებოდათ. ამ ლაჩრობას პროფესიისადმი ერთგულებით ნიღბავდნენ.
ივანიშვილი ბიძინა რომ არა, სამუდამოდ კანცელარიის ვირთხებად დარჩენოდნენ.
სიყვარულის ახსნის დროსაც, სექსის დროსაც მუხლებზე ფიქრობენ, რომელიღაც კოდექსის მუხლებზე )))
მდაბიო და უინტელექტო ირონია, იუმორის არქონა.
ღვინო არ დაულევიათ მეგობრებთან ერთად, ონკანის წყლის გემო არ იციან, ეზოში ბურთი არ უთამაშიათ, ექსკურსიაზე მშობლის გარეშე არასდროს ყოფილან, 18 წლამდე ბებიები აბანავებდნენ…
მეექვსე კლასიდან ჰალსტუხითა და კოფტით დადიან, “დვოიკები” აცვიათ და ბოტასი არ უნახავთ თვალით.

ასე ყველა იურისტზე გამწარებული მოვდიოდი ქუჩაში, ყველას ერთ ქვაბში ვხარშავდი და ვთუთქავდი… ჰოდა, უცებ ურო ჩამცხეს თავში!

შემომხვდა ადვოკატი, რომელიც არცერთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, უმამაცესია, უძლიერესია, ყველაზე რთულ საქმეებს არაჩვეულებრივი ენთუზიაზმით ეკიდება, ხმალამოღებული იბრძვის ყველა დაჩაგრულის დასაცვად და უმძიმესი, ურთულესი გრაფიკის მიუხედავად თავისუფლად შეუძლია გაიღიმოს, ამ ღიმილით იმედი გადასცეს სხვებს…

მისმა ნახვამ გამახსენა ჩვენი ცხოვრების უკანასკნელი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი (!) ამბავი: ადვოკატთა პროფესიული სოლიდარობა!

გთხოვთ, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭოთ მოვლენას, რომლის დროსაც სახაზინო ადვოკატები მედგრად დაუპირისპირდნენ მოსამართლე გალუსტაშვილის სამარცხვინო ქმედებებს…

ერთი სიტყვით, ამ მარგინალური ჯგუფის მიღმა, ჩვენს თვალწინ ძალას იკრებენ ლუარსაბ ანდრონიკაშვილისა და დავით ხელთუფლისშვილის ორდენის წარმომადგენლები.”

თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved